ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს "უცხოური გავლენის" კანონზე, სამწუხარო ნაბიჯია - ამ მოვლენებზე რეაგირების ყველა ვარიანტს განვიხილავთ

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანკე ბრუინს სლოტი „სამწუხარო ნაბიჯად“ აფასებს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო "უცხოური გავლენის" კანონზე.

მისი თქმით, ამ მოვლენებზე რეაგირების ყველა ვარიანტი განიხილება.

"საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს "უცხოური გავლენის" კანონზე, სამწუხარო ნაბიჯია. კანონი ევროკავშირის სტანდარტებს არ შეესაბამება, რაც ნათლად აღნიშნა ვენეციის კომისიამ. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ამ მოვლენებზე რეაგირების ყველა ვარიანტს განვიხილავთ", - წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანკე ბრუინს სლოტი.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს