დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - სანამ მმართველი პარტია არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ვერ გააგრძელებს სვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

სანამ მმართველი პარტია არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ვერ გააგრძელებს სვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე- ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი სოციალურ ქსელში წერს.

"ფართო საზოგადოებრივი წინააღმდეგობისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს მმართველმა პარტიამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს უცხოელი აგენტის შესახებ, რათა გააჩუმოს ოპოზიცია, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. სანამ მმართველი პარტია არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ვერ გააგრძელებს სვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე"-, წერს დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა