შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის ბაქი-ბუქი ხშირად გაგვიგია - ისინი ამ პარლამენტში შემოსვლასაც არ აპირებდნენ, ყველაფერი დაიფიცეს, რაც კი დასაფიცარი ჰქონდათ და ვნახეთ, რომ შემოვიდნენ კი არა, აქედან გასვლაც აღარ უნდათ

დღეს ოფიციალურად მომივიდა ბოიკოტის წერილი რამდენიმე ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფისგან - ისინი ბოიკოტს უცხადებენ 9 პუნქტთან დაკავშირებული კანონპროექტების მიღებას. ეს მათი მავნებლობის კიდევ ერთი მხილებაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოიკოტის შესახებ მიმართვა სავარაუდოდ, ყველასგან შევა.

„ბოიკოტს უცხადებენ 9 პუნქტთან დაკავშირებული კანონპროექტების მიღებას. ამაზე მეტი რაღა უნდა ვთქვათ ან ოპოზიციაზე, ან მათ სიმბიოზ NGO-ებზე, რომლებსაც თითი თითზე არ დაუკარებიათ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის არასდროს, არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს და არც ოპოზიციაში ყოფნის დროს. ეს მათი მავნებლობის კიდევ ერთი მხილებაა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ოპოზიციის განცხადებების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ „რადიკალურ ოპოზიციას არანაირი საკუთარი ნება არ გააჩნია და სრულად გარედან იმართება“.

„ოპოზიციის ბაქი-ბუქი ხშირად გაგვიგია. ისინი ამ პარლამენტში შემოსვლასაც არ აპირებდნენ, ყველაფერი დაიფიცეს, რაც კი დასაფიცარი ჰქონდათ და ვნახეთ, რომ შემოვიდნენ კი არა, აქედან გასვლაც აღარ უნდათ. მე მგონი, ამ დღეებში მათ ნახეს ერთ-ერთი მთავარი რამ - როდესაც ისინი არ დგანან ხალხის მხარეს და არიან უცხოეთის, სხვა ქვეყნების იმედზე, რა თქმა უნდა, ისინი ყოველთვის დამარცხდებიან ხალხის წინაშე. ის რაც არის ხალხის ნება, ის უნდა შეასრულოს საქართველოს პარლამენტმა, მათ ამისთვის აქვთ მანდატი, რომ საკუთარი ამომრჩევლები წარმოადგინონ პარლამენტში და ამ ნებით იმოქმედონ. ამ სამი თვის განმავლობაში ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული NGO-ები სრულად მოქმედებდნენ უცხოეთიდან მიღებული გარკვეული ტონის მიხედვით. რა განცხადებასაც მოისმენდნენ, ზუსტად ისე იქცეოდნენ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის