შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არცერთი საელჩოს, დონორის განცხადება, რომელიც გაემიჯნებოდა მათი „ენჯეოების“ მიერ პარლამენტზე და პოლიციელებზე თავდასხმის წაქეზებას - ამან აჩვენა, რას ნიშნავს უცხოური გავლენის რეალური სახე ქართულ რეალობაში

კანონმა თავის დანიშნულება ბევრი მიმართულებით შეასრულა, მათ შორის კიდევ ერთხელ გამჭვირვალობის მიმართულებით, გამჭვირვალე გახადა საზოგადოებისთვის, რომ ოპოზიცია და „ენჯეო“ სექტორის ეს ნაწილი არის ერთი სიმბიოზი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ენჯეოები“, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად იყვნენ ავტორები პროცესების რადიკალიზაციის.

„ხალხმა დაინახა ერთად თავმოყრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“, რომლის შემადგენლობაში არიან როგორც თავად ეს პარტიები, ასევე სალომე ზურაბიშვილი და მათთან დაკავშირებული „ენჯეოები“, რომლებიც ინაწილებდნენ სცენას „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ისინი იყვნენ ავტორები პროცესების რადიკალიზაციის. შეგახსენებთ, რომ „ენჯეოების“ მოწოდებებით ხდებოდა ბლოკირება პარლამენტის, რაც შემდეგ გადაიზრდებოდა ხოლმე პარლამენტზე და პოლიციელებზე თავდასხმაში, ამას აკეთებდნენ ევროპიდან და აშშ-დან დაფინანსებული „ენჯეოები“. დღემდე არ მომისმენია არცერთი საელჩოს თუ დონორის განცხადება, რომელიც გაემიჯნებოდა მათი „ენჯეოების“ მიერ პარლამენტზე და პოლიციელებზე თავდასხმის წაქეზებას, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეებში, ამან აჩვენა საერთო ჯამში, თურმე რას ნიშნავს უცხოური გავლენის რეალური სახე ქართულ რეალობაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება