შალვა პაპუაშვილი - დღეს განვიხილავთ ცხრა პუნქტთან დაკავშირებულ კანონპროექტებს, გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა შემადგენელი ნაწილით, ბოიკოტს უცხადებს ევროინტეგრაციას

„ნაციონალური მოძრაობა“, თავისი არსობით, ყველა შემადგენელი ნაწილით ბოიკოტს უცხადებს ცხრა პუნქტთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე მუშაობას, შესაბამისად, ბოიკოტს უცხადებს ევროინტეგრაციას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საერთო ჯამში, ესეც კარგი მაჩვენებელია, სად არიან და რა მხარეს არიან.

„რამდენიმე ფრაქცია, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობაც“ ბოიკოტშია. ჩვენ, სხვათა შორის, დღეს განვიხილავთ ცხრა პუნქტთან დაკავშირებულ კანონპროექტებს მესამე მოსმენით. ადრეც მივუთითე, როდესაც ბოიკოტზეა საუბარი, ბოიკოტი არ არის რაღაც უხასიათობის გამო ბოიკოტი, ვიღაც არ მომწონს დარბაზში და ამის გამო ბოიკოტი, ან მეზარება და ა.შ. ბოიკოტი ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხს უცხადებ ბოიკოტს. ამას ამბობს ჩვენი რეგლამენტი. გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი არსობით, ყველა შემადგენელი ნაწილით ბოიკოტს უცხადებს ცხრა პუნქტთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე მუშაობას, შესაბამისად, ბოიკოტს უცხადებს ევროინტეგრაციას. საერთო ჯამში, ესეც კარგი მაჩვენებელია, სად არიან და რა მხარეს არიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება