რომან გოცირიძე - ორმა კენჭისყრამ 110 მილიონი დოლარი შეიწირა, ლარის გასამყარებლად ჯერ 60 მილიონი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა, გუშინ 48 მილიონი დოლარი - ვინ ანგრევს ლარს და ეკონომიკას, ძალიან კარგად არის ცნობილი

მოვისმინეთ პრემიერის არაადეკვატური განცხადება, თურმე ვიღაცას ლარის ჩამოშლა უნდა. ორმა კენჭისყრამ 110 მილიონი დოლარი შეიწირა, ლარის გასამყარებლად ჯერ 60 მილიონი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა, გუშინ 48 მილიონი დოლარი. ვინ ანგრევს ლარს და ეკონომიკას, ძალიან კარგად არის ცნობილი, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო.

რომან გოცირიძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან გიორგი მსხილაძეს კითხვით მიმართა, ე.წ. ოფშორების და „აგენტების კანონი“ გამოიწვევს თუ არა ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას.

„გუშინ მოვისმინეთ პრემიერის არაადეკვატური განცხადება, თურმე ვიღაცას ლარის ჩამოშლა უნდა. ფაქტობრივად, ლარის და ქართული ეკონომიკის ჩამოშლა გამოიწვია „აგენტების კანონმა“. 26%-ით დაეცა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე. კატასტროფაა ეს, თუ გადავიყვანთ ამ აქტივებს 3 მლრდ ლარამდეა. სავალუტო ფონდმა, ჯერ კიდევ „აგენტების კანონის“ მიღებამდე რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა დასკვნა, რომ ეროვნული ბანკის რეზერვები უკვე ჩამოსცდა კრიტიკულ ზღვარს, შესაძლოა, საგანგაშო ვითარება შექმნას, თუ ინვესტიციები არ შემოვიდა. ორმა კენჭისყრამ 110 მილიონი დოლარი შეიწირა, ლარის გასამყარებლად ჯერ 60 მილიონი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა, გუშინ 48 მილიონი დოლარი. ვინ ანგრევს ლარს და ეკონომიკას, ძალიან კარგად არის ცნობილი.

ე.წ. ოფშორების ეს კანონი, რა გავლენას მოახდენს საინვესტიციო კლიმატზე? ისედაც ჩამონგრეულ ქვეყნის რეპუტაციაზე.

ამ „რუსული აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ, როდესაც მთელმა მსოფლიომ დაგმო ეს კანონი, გუშინ ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც მიულოცა ამ პარლამენტს კანონის მიღება, რუსეთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენელი კარასინი იყო. მან მიულოცა საქართველოს მთავრობას და პარლამენტს „აგენტების რუსული კანონის“ მიღება.

ე.წ. ოფშორების და „აგენტების კანონი“ გამოიწვევს თუ არა ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას? ძალიან კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს საბანკო სისტემა, რომელსაც მაღალი რეპუტაცია ჰქონდა, ამ სისტემაში 3 მილიარდი დოლარი ინახება მხოლოდ ფიზიკური პირების, უცხოელი მოქალაქეების, დაახლოებით მილიარდ ნახევარი არ არის რუსული ფული, სხვა ქვეყნის ფულია. რა მოუვა ამ ფულს? გაიქცევა თუ არა და გახდება თუ არა კრიმინალური რუსული ფულის სამრეცხაო საქართველო ამ კანონის შემდეგ? - მიმართა გოცირიძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება