რომან გოცირიძე - რეფერენდუმზე კი არა, თვითმფრინავით დასავლეთში გაფრენაზე არ უწერს კობახიძე ხელს პრეზიდენტს

მე არა მგონია რეფერენდუმი შედგეს, თუნდაც იმის გამო, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ქვეყნის ნაწილი კი ოკუპირებულია. გარდა ამისა, რეფერენდუმს სჭირდება თანახელმოწერა ანუ პრემიერ-მინისტრის თანხმობა, რაც შეუძლებელია, რადგან რეფერენდუმზე კი არა, თვითმფრინავით დასავლეთში გაფრენაზე არ უწერს ხელს პრეზიდენტს, - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

გოცირიძის თქმით, რეფერენდუმში დასმული კითხვა კონსტიტუციაში უკვე ასახულია.

"სალომე ზურაბიშვილი მნიშვნელოვან როლს თამაშობს დღეს პოლიტიკაში. ინიციატივა პოლიტიკურ ქარტიასთან დაკავშირებით სწორია და მთლიანად ვუჭერთ მხარს. რაც შეეხება რეფერენდუმს - ეს რთულია, რადგან რეფერენდუმს სჭირდება პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა, რაც, რა თქმა უნდა, არ მოხდება, რადგან რეფერენდუმში დასმული კითხვა კონსტიტუციაშია უკვე ასახული. ჩვენ გვინდა ევროპა, ეს პლებისციტით დადასტურდა და ასევე კონსტიტუციაში არის. მე არა მგონია რეფერენდუმი შედგეს, თუნდაც იმის გამო, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, როცა ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია. გარდა ამისა, რეფერენდუმს სჭირდება თანახელმოწერა ანუ პრემიერ-მინისტრის თანხმობა, რაც შეუძლებელია. რეფერენდუმზე კი არა, თვითმფრინავით დასავლეთში გაფრენაზე არ უწერს ხელს პრეზიდენტს”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტი მზადაა, ხელმოწერების შეგროვების და მისთვის წარდგენის შემთხვევაში, რეფერენდუმი დანიშნოს საკითხზე: „გვინდა ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს