ოთარ შამუგია - ბოლო წლების განმავლობაში, ტყის აღდგენის ღონისძიებები 5000 ჰა-ზე მეტ ფართობზე განხორციელდა, 2030 წლამდე კი ტყის აღდგენა-გაშენების სამუშაოები, სულ მცირე, 20 000 ჰა ფართობზე განხორციელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში სამინისტროს 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ოთარ შამუგიას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, ტყის აღდგენის ღონისძიებები 5000 ჰა-ზე მეტ ფართობზე განხორციელდა; 2030 წლამდე, ტყის აღდგენა-გაშენების სამუშაოები, სულ მცირე, 20 000 ჰა ფართობზე განხორციელდება.

„საქართველოს ტყის კოდექსის მიღებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სატყეო სექტორში. დღეისათვის, ქვეყანაში უკვე არსებობს ევროპული სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო მერქნული რესურსით მდგრადი სარგებლობის, მათ შორის, მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს „საქმიანი ეზოების“ მოწყობა ყველა რეგიონში. მოწყობილია 54 საქმიანი ეზო, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა კატეგორიის მერქნული რესურსის შესყიდვა. საქმიანი ეზოები იფუნქციონირებს ყველა მუნიციპალიტეტში რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უსისტემო ჭრის შემცირებას და ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრიორიტეტს წარმოადგენს ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები. ყოველწლიურად ფართოვდება აღნიშნული საქმიანობის მასშტაბები. გრძელვადიანი გეგმის შესაბამისად, 2030 წლამდე, ტყის აღდგენა-გაშენების სამუშაოები, სულ მცირე, 20 000 ჰა ფართობზე განხორციელდება.

„გაწეული საქმიანობის მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება ტყის უკანონო სარგებლობის ფაქტების სიხშირე. 2023 წელს ტყის დაცვის ფუნქციის გაძლიერების მიზნით, 500-მდე გავზარდეთ ტყის მცველების რაოდენობა სატყეო სააგენტოში. გასულ წელსვე მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯარიმები უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტებზე, სამასალე ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევაზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება-განადგურებაზე“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ პარლამენტში სამინისტროს 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია კონტროლისა და ზედამხედველობის შესაძლებლობის გაძლიერება. ამ მიმართულებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი სრულად გადაიარაღდა და ინსპექტორები, გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების მობილური ჯგუფები აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, როგორიცაა დრონები, ფოტოხაფანგები, მცურავი საშუალებები შიდა წყალსატევებზე ბრაკონიერობასთან საბრძოლველად; კატარღა შავი ზღვის აკვატორიაში ინსპექტირებისთვის; სრული ლაბორატორიული აღჭურვილობა შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურისათვის და სხვა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რეგულირების ობიექტების ინსპექტირების რაოდენობა ფაქტობრივად გაორმაგდა და 2023 წელს 5400-ს გადააჭარბა. გარემოსდაცვით სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არაერთი ცვლილება შევიდა და რიგ სამართალდარღვევაზე სანქციები მნიშვნელოვნად გამკაცრდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში