ბადრი ჯაფარიძე - ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის აშენება და უფასო მომსახურება არ არის უცხოური ძალის ინტერესების გატარება! „ქართული ოცნების“ კანონის მიხედვით კი, ეს ფონდი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ითვლება

ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის აშენება და უფასო მომსახურება არ არის უცხოური ძალის ინტერესების გატარება! „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონის მიხედვით კი დღეს, აღნიშნული ფონდი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ითვლება, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც გამოეხმაურა ფონდ „ფეა თრიიზის“ მიერ ონის მერიასთან თანამშრომლობის გაწყვეტას.

ჯაფარიძის თქმით, ეს არის „რუსული კანონის“ შედეგი, რითაც ზიანდებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები.

„შევიტყვე სამწუხარო ამბავი, რომ მშობლიურ რაჭაში, სადაც ჩემი დანიელი მეგობრების ფონდი ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებდა - „რუსული კანონის“ მიღების გამო, ერთი პროექტი შეჩერდა.

აღნიშნულ ფონდს წლების წინ ვხელმძღვანელობდი და მახსოვს ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც რეგიონის ხელშეწყობისთვის განხორციელდა. სამწუხაროდ, პოლიტიკაში წასვლამ იძულებული გამხადა დამესრულებინა ფონდთან საქმიანი ურთიერთობა.

ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის აშენება და უფასო მომსახურება არ არის უცხოური ძალის ინტერესების გატარება! „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონის მიხედვით კი დღეს, აღნიშნული ფონდი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ითვლება.

ეს არის „რუსული კანონის“ შედეგი, რითაც ზიანდებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები.

მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებით, აუცილებლად შეიცვლება ეს რუსული რეჟიმი და ეს კანონი. აუცილებლად გაგრძელდება დაფინანსება და განვითარება ყველა იმ პროექტის, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობას ემსახურება“, - წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ფონდმა „ფეა თრიიზ“ გაავრცელა განცხადება და ონის მერიისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც უწყებასთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებაა საუბარი. წერილში ნათქვამია, რომ ფონდი იძულებულია შეწყვიტოს 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით. მიზეზად დასახელებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და განმარტებულია, რომ აღნიშნული კანონის თანახმად, შესაძლოა, ფონდს დააკისრონ ჯარიმები და შეუქმნან ფინანსური სირთულეები. როგორც ფონდში აცხადებენ, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის სივრცე აღარ დარჩათ. როგორც ფონდში განმარტავენ, ინფორმაცია ეხება ქალაქ ონში დაგეგმილი ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნას და არა ამბროლაურში არსებულ, უკვე ფუნქციონირებად, ფონდის კლინიკას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო