ეკა გიგაური - მნიშვნელოვანია, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა იცოდნენ, ვინ მოაწერა ხელი რუსული კანონის ამოქმედებას - მედგრად და აქტიურად ვართ, სხვადასხვა გეგმა გვაქვს, როგორ შევაჩეროთ ამ კანონის ამოქმედება

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა იცოდნენ, ვინ მოაწერა ხელი, რუსული კანონის ამოქმედებას. საქმეს არავის გავუადვილებთ - ჩვენ მედგრად და აქტიურად ვართ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დირექტორმა, ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ასევე ისაუბრა, მესამე სექტორის საკონსტიტუციო სარჩელზე, რითაც მოითხოვენ გაუქმდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლები.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსი იქნება, თუ მოსამართლე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია, ან ის მოსამართლე, რომელიც აჯარიმებს ჩვენ აქტივისტებს, ყველა ეს ადამიანი იდენტიფიცირებული გვყავდეს და ვიცოდეთ, ვინ აწერს ხელს რუსული კანონის ამოქმედებას და საქართველოს რუსეთისკენ წაყვანას. ამიტომაც, ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად არის ის, რომ სარჩელი შეგვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში. ამის შემდეგ, სტრასბურგსაც განვიხილავთ, სადაც შეგვაქვს სარჩელი, ეს სამუშაოები უკვე, ფაქტობრივად, დასრულებული და ყველაფერი გაკეთებულია. ამიტომ, ჩვენ მედგრად და აქტიურად ვართ, სხვადასხვა გეგმა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, როგორ შევაჩეროთ ამ კანონის ამოქმედება”. განაცხადა ეკა გიგაურმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს