მიხეილ სარჯველაძე - უკლებლივ ყველა პროგრამა, რომელიც ჯანდაცვის სექტორში დაფინანსებას ექვემდებარება, გაგრძელდება - ოპოზიცია, რომ არ მონაწილეობს უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვაში, დასანანი პრაქტიკაა და არასწორია

ოპოზიცია, რომ არ მონაწილეობს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვაში, როგორიცაა ჯანდაცვის სერვისი, საზოგადო და სოციალური საკითხები, ეს იმთავითვე დასანანი პრაქტიკაა და არასწორია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „მინისტრის საათის” ფორმატში მისი ანგარიშის მოსმენის დაწყებამდე განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, დემოკრატიული პროცესებისთვის აუცილებელია, რომ ოპოზიცია თავის ფუნქციას რეალურად ასრულებდეს, მით უფრო ისეთი საკითხებზე დისკუსიის დროს, რომელიც ეხება პაციენტის უფლებებს, სოციალურ უზრუნველყოფას თუ სხვა.

„ოპოზიცია, რომ არ მონაწილეობს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვაში, როგორიც ჯანდაცვის სერვისი, საზოგადო და სოციალური საკითხებია, ეს იმთავითვე დასანანი პრაქტიკაა და არასწორია. ვფიქრობ, რომ მათ შორის დემოკრატიული პროცესებისთვის აუცილებელია, რომ ოპოზიცია თავის ფუნქცია რეალურად ასრულებდეს, მით უფრო ისეთი საკითხებზე დისკუსიის დროს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის - ეხება პაციენტის უფლებებს, სოციალურ უზრუნველყოფას თუ სხვა.

რაც შეეხება მოსალოდნელ კითხვებს, [ველოდები] იმ კანონზე, რომელზეც საზოგადოებაში დიდი დისკუსია გაიმართა, თუმცა ეს დისკუსია მთლიანად დაცლილი იყო საგნობრიობისგან. სამწუხაროდ, სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ საზოგადოებას დღეს შეიძლება სადმე რამე კითხვა უჩნდებოდეს, ხომ არ შეიძლება ამ კანონმა რაიმე ნეგატიური გავლენა მოახდინოს მათ შორის ამ სექტორში დაფინანსების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ვინც კანონი წაიკითხა, გაეცნო აქ არსებულ მდგომარეობას და იცის ჯანდაცვის სექტორი, უბრალოდ ასეთი კითხვის გაჩენისთვისაც საფუძველი არ არსებობს. რეალურად, უკლებლივ ყველა პროგრამა, ყველა საჭირბოროტო საკითხი და მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ჯანდაცვის სექტორში დაფინანსებას ექვემდებარება, რასაკვირველია, გაგრძელდება”, - აღნიშნა სარჯველაძემ.

გარდა ამისა, მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა ფონდი „ფეა თრიიზ“ მიერ გავრცელებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ „ეს ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის უსუსური მცდელობაა“.

„გარდა ამისა, იქნება გარკვეული ინსინუაციები. მაგალითად, ისეთი, რაც ვნახეთ ბადრი ჯაფარიძისგან მართული ერთ-ერთი ორგანიზაციის მხრიდან, რომ არასრულწლოვანებისთვის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში სამედიცინო სერვისის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ეს არის ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის უსუსური მცდელობა იმიტომ, რომ მინდა ყველას სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა, რომ ამ კანონს არავითარი მიზეზი არ შეუქმნია, რომ თუკი ვინმე ამ ქვეყანაში ქველმოქმედებას ეწევა, ამაზე ხელი აიღოს. თუ საქართველოში ვინმეს ქველმოქმედების განხორციელების სურვილი ჰქონდა, მას ამისი შესაძლებლობა ექნება და ყველა მადლიერი იქნება. თუ ვინმეს ამისი სურვილი არ აქვს, აუცილებელი არ არის, რომ ამისთვის ხელოვნური მიზეზი შექმნან, როგორიც დასახელებულია”,- აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ფონდმა „ფეა თრიიზ“ გაავრცელა განცხადება და ონის მერიისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც უწყებასთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებაა საუბარი. წერილში ნათქვამია, რომ ფონდი იძულებულია შეწყვიტოს 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით. მიზეზად დასახელებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და განმარტებულია, რომ აღნიშნული კანონის თანახმად, შესაძლოა, ფონდს დააკისრონ ჯარიმები და შეუქმნან ფინანსური სირთულეები. როგორც ფონდში აცხადებენ, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის სივრცე აღარ დარჩათ. როგორც ფონდში განმარტავენ, ინფორმაცია ეხება ქალაქ ონში დაგეგმილი ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნას და არა ამბროლაურში არსებულ, უკვე ფუნქციონირებად, ფონდის კლინიკას.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში