ბათუმის საკრებულოს სხდომა ოპოზიციის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ბათუმის საკრებულოს სხდომა ოპოზიციის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებენ.

"ჩემს 8 წლის შვილს ურეკავენ და აგინებენ, ყველა ეს პირი აუცილებლად დაისჯება", - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია “ახალის” წევრმა ნოდარ დუმბაძემ.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” საკუთარ კომფორტზეა ორიენტირებული და ყველაფრის კადრებაზეა გადასული.

“გუშინ ოპოზიციური პარტიების ოფისებზე წარწერები გაჩნდა გვიან ღამით. დაძაბულობა იწვევს იმას, რომ “ქართული ოცნება” ყველაფრის კადრებაზეა გადასული, საკუთარი კომფორტის გარდა არაფერს აკეთებს, მათ ქვეყანა არ აინტერესებთ. ჩვენ გავუშვით შევარდნაძე, გავუშვით აბაშიძე და გავუშვებთ ბიძინა ივანიშვილის. დაისჯება უმკაცრესად ყველა პირი, რომლებიც ჩემს 8 წლის შვილს ურეკავენ და აგინებენ”,- აღნიშნა ნოდარ დუმბაძემ.

კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა, პარტია “საქართველოსთვის” წევრმა აკაკი გვიანიძემ კი განაცხადა, რომ სახელმწიფომ ადამიანების პერსონალური მონაცემების დაცვა უნდა უზრუნველყოს.

თავის მხრივ, ოპოზიცია პროვოკაციაში დაადანაშაულეს "ქართული ოცნების" წევრებმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება