არჩილ თალაკვაძე - როგორ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის უფლებებს მარტივი მოთხოვნა, რომ გარე დაფინანსების შემთხვევაში წელიწადში ერთხელ დეკლარაცია ჩააბარო?! - კანონის წინააღმდეგ არგუმენტები დღემდე წარმოდგენილი არ არის

ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას ვეცნობით და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ დღემდე არგუმენტები კანონის წინააღმდეგ წარმოდგენილი არ არის, გარდა იმ ზოგადი შეფასებებისა, რომელიც გვესმოდა და დღესაც გვესმის - როგორ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის უფლებებს მარტივი მოთხოვნა, რომ გარე დაფინანსების შემთხვევაში წელიწადში ერთხელ დეკლარაცია ჩააბარო! - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ეუთო/ოდირის დასკვნას.

თალაკვაძე კვლავ აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ემსახურება ქვეყნის დემოკრატიის დაცვას ნებისმიერი გარე ჩარევისაგან.

„როგორ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის უფლებებს მარტივი მოთხოვნა, რომ გარე დაფინანსების შემთხვევაში წელიწადში ერთხელ დეკლარაცია ჩააბარო, მაშინ როდესაც წლების განმავლობაში ბიზნესი და სახელმწიფო თანამდებობის პირები ბევრად უფრო დეტალურ დეკლარაციას აბარებენ.

მთავარი დასკვნა არის ის, რომ კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, საქართველოში გამჭვირვალობის რეესტრს დანერგავს, რომლის მსგავსიც ევროკავშირის 15 სახელმწიფოს აქვს, ამ სფეროში უფრო მკაცრი რეგულაციების აქვს აშშ-ს, ავსტრალიას, ისრაელს და მსგავს კანონმდებლობაზე მუშაობა დაიწყო კანადამ.

არსებობს ევროკავშირის ანგარიში, სადაც წერია, რომ ევროკავშირის ყოველი ათი გამოკითხული მოქალაქიდან რვა სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ მისი ქვეყნის დემოკრატიაში გარე ჩარევა და უცხოური ზეგავლენა ხდება ან შეიძლება ხდებოდეს. ეს პრობლემა თუ არსებობს ევროკავშირში, არსებობს საქართველოშიც - მით უფრო საქართველოში, რადგან ჩვენ ბევრად უფრო მეტად რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში ვართ და აქ რისკები არის ბევრად უფრო მაღალი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) იურიდიულ ანალიზში ნათქვამია, რომ საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება. ODIHR-ის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს მნიშვნელოვან სხვაობებს საქართველოში მიღებულ კანონსა და აშშ-სა (FARA) და ავსტრალიაში არსებულ კანონებს შორის, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავებულია მიზნებსა და მასშტაბებში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში