შალვა პაპუაშვილი -  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადამიანი კეფაში 84 ტყვიით დაემუქრა პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს - ყოველი დღე, როდესაც მას ფული ჩაერიცხება ევროკავშირიდან, ეს იქნება იმ 84 მოსახვედრი ტყვიის ფული

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადამიანი მედიაში - Jamnews-ში, პირდაპირ კეფაში 84 ტყვიით დაემუქრა პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს. ეს ადამიანი ევროკავშირისგან იღებს ხელფასს და გუშინდლის შემდეგ ყოველი დღე, როდესაც მას ფული ჩაერიცხება ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ეს იქნება იმ 84 მოსახვედრი ტყვიის ფული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები პირდაპირ მოქმედებენ უცხო ქვეყნების ინტერესებით.

„რადიკალური ოპოზიციის და მათი მოკავშირე „ენჯეობის“ პოზიციამ ჩვენ დაგვანახა, რომ ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხის ინტერესი, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს დგანან ოპოზიცია და მათი მოკავშირე „ენჯეობი“, რომლებიც უცხო ქვეყნების ინტერესში მოქმედებენ. ამიტომ არიან გამწარებულები და სიტყვა ღალატი უნდათ როგორმე ბევრჯერ თქვან, იმიტომ, რომ საკუთარ ღალატს ხვდებიან და საკუთარ ღალატში არიან ჩაჭედილები. ამ გადაწყვეტილებებით მათ დაგვანახეს, რომ არიან უცხო ქვეყნების მხარეს და არა საქართველოს მხარეს. სინამდვილეში, ჩვენ ამ პროცესში ვნახეთ ეს ჯგუფი, „ენჯეოებისა“ და რადიკალური ოპოზიციის, რომელიც 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები არიან. მათ უნდათ უცხო ქვეყნის სანქციებს წინ წამოუძღვნენ და რამენაირად ცეცხლი გამოიწვიონ საქართველოზე. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, უცხო ქვეყნის ჯარსაც შემოუძღვებოდნენ, როგორც ორჯონიკიძე შემოუძღვა მე-11 არმიას. მაშინაც ისიც ამას ამბობდა, პროგრესული ვარ და პროგრესი შემომაქვს საქართველოშიო, ასე ჰქონდა წარმოჩენილი. ზუსტად იგივე, 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები პირდაპირ მოქმედებენ უცხო ქვეყნების ინტერესებით.

გუშინ იყო შემთხვევა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადამიანი, მედიაში - Jamnews-ში, პოლიტიკური თანამდებობის პირებს კეფაში 84 ტყვიით დაემუქრა. ეს ადამიანი ევროკავშირისგან იღებს ხელფასს. სამწუხაროა, რომ ევროკავშირის არც წარმომადგენლობა, არც რომელიმე წევრი ქვეყანა ამას არ გამოეხმაურა. გუშინდელს შემდეგ ყოველი დღე, როცა მას ფული ჩაერიცხება ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ეს იქნება იმ 84 მოსახვედრი ტყვიის ფული. კეთილი ინებოს ყველამ და ამაზე დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება, რატომ იხარჯება ევროკავშირის მოქალაქეების ფული აქ რადიკალებში, რომლებიც ტყვიით ემუქრებიან ქართველებს. ეს არის ევროპული ღირებულება, ამას გვეუბნებიან, ესაა დეპოლარიზაცია? ამ საქმეს მე მივყვები და პერიოდულად გადავამოწმებ ეს ადამიანი, რომელიც კეფაში 84 ტყვიით იმუქრება, ხელფასს იღებს თუ არა ევროკავშირის ბიუჯეტიდან. მასთან ურთიერთობის გაგრძელება ნიშნავს წახალისებას, თავზე ხელის გადასმას. ეს ტერორი არის პირდაპირი პასუხისმგებლობა დონორების, რომელიც ახალისებენ, უჩუმდებიან და ხმას არ იღებენ.

ასევე, როდესაც დადიან, აჭრელებენ პოლიტიკური თანამდებობის პირების ბინებს, შვილებს ავიწროებენ, ითხოვენ სად სწავლობენ მათი შვილები, სად არიან მათი მეუღლეები, მიადგნენ და მოღალატეები ეძახონ, გარიყონ საზოგადოებისგან, ამაზე აგებენ პასუხს ის დონორები, რომლებიც ამას ხედავენ და მათ თვის ბოლოს ფულს ურიცხავენ, რომ ეს ტერორის ჩამდენი ადამიანები თბილად წავიდნენ და კაფეში ყავა დალიონ, მას შემდეგ, რაც დაატერორებენ ბავშვებს. ეს არის 21-ე საუკუნის ფაშიზმი. ამას არაფერი კავშირი არ აქვს ევროპასთან, რომელიც ჩვენ „ქართულ ოცნებას“ და ქართულ საზოგადოებას წარმოგვიდგენია. ამას აქვს კავშირი ევროპასთან, რომელიც 100 წლის წინ იყო ევროპაში და ჩვენთან 2012 წლამდე. ასეთ ევროპაში ვიცხოვრეთ და ასეთი ქართული გაგების ევროპას მაშინდელი ევროკავშირი უჩუმდებოდა, აქებდა და დემოკრატიის შუქურას ეძახდა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება