არ არსებობს არავითარი სისხლის სამართლის საქმე იმისთვის, რომ დღეს ტიტე გედენიძე დაბარებული იყოს მაგისტრ მოსამართლესთან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.
ტყეშელაძის თქმით, მაგისტრ მოსამართლეს ის შუამდგომლობა არ უნდა დაეშვა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუშვა.
იურისტმა მაგისტრ მოსამართლეებს მოუწოდა, რომ როდესაც აღნიშნულ საქმეებს შსს შეიტანს აღარ დაუშვან, რადგან კონსტიტუციით გარანტირებულია უფლებები, რომ ამ ადამიანებმა თავისუფლად გამოხატონ თავიანთი ნება, იქნება ეს აქციაზე თუ სხვა გარემოებებში.
„ტიტე გედენიძე დაიბარეს მაგისტრ მოსამართლესთან, არ არსებობს არავითარი სისხლის სამართლის საქმე იმისთვის, რომ დღეს ტიტე დაბარებული იყოს მაგისტრ მოსამართლესთან. მაგისტრ მოსამართლეს არ უნდა დაეშვა ის შუამდგომლობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუშვა. მაგრამ ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ მათ სურთ სისტემურად დააშინონ ადამიანები, რაშიც ჩართულია შსს, სასამართლო და ცდილობენ, რომ თითქოს და აქციაზე დგომა, თავისუფალი ნების გამოხატვა დანაშაულია, მაგრამ როდესაც არის კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ ადამიანების აქციაზე ყოფნა არ არის დანაშაული, ამ ადამიანებს ვერავინ ვერასოდეს ვერ შეაშინებს.
რაც შეეხება კითხვებს, ყოველთვის არის კითხვები ეს ადამიანები იდგნენ თუ არა აქციაზე და ა.შ. აქედან გამომდინარეობს ის ტესტი. ეს არ არის სამართლებრივი სასამართლო, რაც სამართალთან კავშირში არაა. ყველამ კარგად იცის, რომ არ უკავშირდება არავითარ დანაშაულს. და თითქოს ეს ყბადაღებული თემა, რომ თითქოს ორგანიზატორია - ყველა ადამიანს შეუძლია დააორგანიზოს სხვადასხვა საკითხი და თავისუფლად და მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი პროტესტი. არც ეგ არ არის დანაშაული. აქედან ვერც ერთ ადამიანს ვერ გამოტეხენ, რადგან ეს ადამიანები მაგისტრ მოსამართლესთან მოსულები არიან სიმართლის სათქმელად აქედან გამომდინარე უნდათ, რომ ეს საქმეები პოლიტიკურად აწარმოონ სასამართლოში. მე მაგისტრ მოსამართლეებს ვთხოვ და მოვუწოდებ, რომ აღნიშნული საქმეები, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო შემოიტანს აღარ დაუშვან, რადგან კონსტიტუციით გარანტირებულია უფლებები, რომ ამ ადამიანებმა თავისუფლად გამოხატონ თავიანთი ნება, იქნება ეს აქციაზე თუ სხვა გარემოებებში“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.