პრემიერი - თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, მაღალპროფესიული, პასუხისმგებლიანი, მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია - საქართველოს ძლიერებისა და უსაფრთხოების  გარანტია, მისი წინსვლის აუცილებელი პირობაა

თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, მაღალპროფესიული, პასუხისმგებლიანი, მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია - საქართველოს ძლიერებისა და უსაფრთხოების გარანტია, მისი წინსვლის აუცილებელი პირობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიციელის დღევანდელი რეპუტაცია, ხალხის განსაკუთრებული ნდობა და პატივისცემა - უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი მონაპოვარია.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, პროფესიული დღე მოგილოცოთ შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს ხელმძღვანელობას, ჩვენს საამაყო პოლიციელებს, სამინისტროს ყველა თანამშრომელს.

თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, მაღალპროფესიული, პასუხისმგებლიანი, მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია - საქართველოს ძლიერებისა და უსაფრთხოების გარანტია, მისი წინსვლის აუცილებელი პირობაა. უკანასკნელ წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, თითოეული თქვენგანის შრომითა და ენთუზიაზმით, ქართული პოლიცია ჩამოყალიბდა თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების ინსტიტუციად. პოლიციელის დღევანდელი რეპუტაცია, ხალხის განსაკუთრებული ნდობა და პატივისცემა - უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი მონაპოვარია.

კანონისა და მართლწესრიგის დაცვით, ხალხისა და ქვეყნის ერთგულებით, ყოველდღიური შრომით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად - სხვათა სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე ზრუნვით, თქვენ ფასდაუდებელ სამსახურს ეწევით საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის.

თქვენმა არაერთმა კოლეგამ და მეგობარმა, სამწუხაროდ, ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო სხვათა გადასარჩენად. დღეს, თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილ გმირ პოლიციელთა ხსოვნას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს