ირაკლი ღარიბაშვილი კახეთის  ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდა, რითაც რეგიონული ტურნე დასრულდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი კახეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სკახეთში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, დავით სონღულაშვილი, დავით მათიკაშვილი, გელა სამხარაული, გურამ მაჭარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში, გიორგი ალადაშვილი. მუნიციპალიტეტის ქალაქის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.

„დღეს დავასრულე გაცხადებული რეგიონული ტურნე. დღეს იყო მე-10 შეხვედრა და თელავში შევხვდი ჩვენი პარტიის აქტივს, კახეთის რეგიონის. ბუნებრივია, ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე. მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, იყო არჩევნების საკითხი, რომ პარტია უნდა მოემზადოს და ემზადება ამ არჩევნებისთვის იმისთვის, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვოს ამ არჩევნებში. მე, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიის აქტივს გავუზიარე მთელი რიგი ინფორმაცია და ჩვენი ანალიზი მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდება ზოგადად ქვეყანაში და არა მარტო ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში. ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენეთ საზოგადოებას, თუ რა არჩევანის წინაშე დადგება ჩვენი ხალხი ამ არჩევნებზე. არჩევანი იქნება ძალიან მარტივი. არჩევანი იქნება მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას და მეორეს მხრივ, არეულობას, ქაოსსა და ომს შორის. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. ვინაიდან, მეორე მხარეს ჩვენ ვუყურებთ, რომ არ არსებობს სხვა ეროვნული, პატრიოტული პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანაში უზრუნველყოფს, გარანტირებულად გააგრძელებს ამ მშვიდობიან სტაბილურ განვითარებას და მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი დეგრადირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტი და მთელი ეს ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანას ანგრევდნენ, მოუტანეს უზარმაზარი ზიანი, ისევ სთავაზობენ ჩვენს ქვეყანას არასტაბილურობას, ომს, არეულობას და ქაოსს. ამ არჩევანის წინაშე დგას ჩვენი ხალხი. მთელი თავისი გამოწვევებით, ამ შიდა სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს უცხოეთში არსებული ვითარება, რეგიონში არსებული სიტუაცია, ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარება. დღეს კიდევ ერთხელ შევეხეთ უკრაინის ომს. ეს ომი არ ჩერდება. ვხედავთ რიტორიკას ბირთვული ომის, მესამე მსოფლიო ომის ალბათობის შესახებ და ჩვენ ეს მოვისმინეთ პირდაპირ დაპირისპირებული ძალების ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან, ვგულისხმობ რუსეთს, დასავლეთს, ნატო-ს სახელმწიფოებს. ამიტომ, ასეთ რთულ, არაპროგნოზირებად გარემოში ჩვენ გვმართებს სიფრთხილე, გონიერება, სიმტკიცე და არ უნდა დავუშვათ რაიმე არაპროგნოზირებადი განვითარება ქვეყნის შიგნით. ამიტომაც გავიმეორებ, რომ ჩვენი პარტია ემზადება ამ არჩევნებში უკვე მეოთხე ვადით გამარჯვებისთვის", - ირაკლი ღარიბაშვილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. კახეთის გარდა, შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მხარეში.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდა, რითაც რეგიონული ტურნე დასრულდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე