ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფილიპინელ კოლეგასთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები განიხილა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ფილიპინელ კოლეგას, ფერდინანდ მარკოსს შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე პრეზიდენტებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.

„მადლობელი ვარ ფილიპინების უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მიმართ მკაფიო პოზიციისთვის, ასევე გაერო-ს მნიშვნელოვანი რეზოლუციების მხარდაჭერისთვის. უკრაინა აპირებს მიმდინარე წელს მანილაში, ორმხრივი თანამშრომლობის გასაძლიერებლად, საელჩო გახსნას. განვიხილეთ პირველი გლობალური მშვიდობის სამიტი და მასში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მონაწილეობის მნიშვნელობა. ვაფასებთ, რომ ფილიპინები მიიღებს მონაწილეობას სამიტში. ასევე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობა, კერძოდ უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფილიპინებში ექსპორტი“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი ფილიპინებში დღეს ჩავიდა. შაბათ-კვირას კი ის სინგაპურში იმყოფებოდა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს