შალვა პაპუაშვილი - რუსული სტილის პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ არ მართლდება - პირიქით, უფრო გვიმყარებს აზრს, რომ ის რაც არის ეროვნულ ინტერესებში, ის გადამწყვეტია

რუსული სტილის პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ არ მართლდება. პირიქით უფრო გვიმყარებს აზრს, რომ ის რაც არის ეროვნულ ინტერესებში, ის გადამწყვეტია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მმართველი პარტიის წევრების შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

მისი შეფასებით, მმართველი პარტია ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს ატარებს. მისივე განცხადებით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ როგორი განწყობა აქვთ უცხო ქვეყნებს, საქართველოს კანონმდებლობასთან.

„ეს განწყობა აჩვენებს, თუ რამდენად არ ესმის ოპოზიციას, რას ნიშნავს იყო დამოუკიდებელი ქვეყნის შვილი, წარმოდგენა არ აქვთ. ჩვენ ვუყურებთ რას ფიქრობს ქართველი ხალხი და ვმოქმედებთ ქართველი ხალხის დაკვეთით, ქართველი ხალხის მანდატით, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი ხელისუფლებისთვის, უცხო ქვეყნებს რა განწყობა აქვთ ჩვენს კანონმდებლობასთან.

ჩვენ ამას ვხედავდით, წლების განმავლობაში რუსეთისგან. საქართველოს რუსეთი ასანქცირებდა, ზუსტად იმიტომ, რომ არ მოსწონდა ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ხელისუფლება იღებდა. ამიტომ ეს რუსული სტილის პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ არ მართლდება. პირიქით უფრო გვიმყარებს აზრს, რომ ის რაც არის ეროვნულ ინტერესებში, ის გადამწყვეტია.

რას გააკეთებს სხვა ქვეყანა, ეს მათი საქმეა. ხედავთ, რომ ჩვენს გარდა მუქარა არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიმართ, მუქარაა ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. ეს მათი საქმეა რას გააკეთებს სხვა ქვეყანა. ჩვენი საქმეა არის, რომ ვემსახუროთ ქართველ ხალხს და ვიმოქმედოთ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება