„ნათს ინქორფორეითიდ“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი აგროკომპანია „ნათს ინკორფორეითიდ“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ კომპანია 2018 წელს დაარსდა და დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ნუშის და თხილის ბაღები დაახლოებით 3000 ჰექტარზე გააშენა და განავითარა.

კომპანია დასავლეთ საქართველოში 2200 ჰექტარზე 10-12 წლიან თხილის ბაღებს ფლობს, ხოლო აღმოსავლეთში სამი წლის განმავლობაში, 800 ჰექტარზე, ეტაპობრივად გააშენა ნუშის ბაღები.

კომპანია უახლესი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გამოყენებით, ექსპორტისთვის აწარმოებს პრემიუმ ხარისხის ნუშსა და თხილს და უზრუნველყოფს საიმედო მიწოდებას.

„მივესალმებით „ნათს ინქორფორეითიდს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. ეს არის აგროკომპანია, რომელმაც დროის საკმაოდ მოკლე მონაკვეთში მოახერხა ბაზარზე პოზიციონირება და პროდუქციის ექსპორტზე გატანა, რაც მნიშვნელოვანია, როგორც თავად სექტორისთვის ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის. სასოფლო-სამეურნეო საკითხები ერთ-ერთი პრიორიტეტია ბიზნეს ასოციაციისთვის, რაზეც საკმაოდ აქტიურად მუშაობს შესაბამისი კომიტეტი. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და სექტორისთვის შედეგის მომტანი იქნება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია