ნიკა მელია „ქართულ ქარტიაზე“ - პარტია „ახალის“ ხელმოწერა ამ დოკუმენტზე არის, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტი მომავლის საქართველოს ასახავს

პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ქარტიის“ საშუალებით პროდასავლური ოპოზიციური პარტიებისთვის და საზოგადოებისთვის საკონსულტაციო ფორმატი შეიქმნა.

როგორც მელიამ ორბელიანების სასახლეში, „ქართულ ქარტიაზე” ხელმოწერის შემდეგ აღნიშნა, „ქართული ქარტიაში“ გაწერილი რეფორმები მომავლის საქართველოს ასახავს.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციით დაკისრებული როლი ეფექტურად შეასრულა, პატრიოტული ვალი მოიხადა და სათავეში ჩაუდგა იმ პროცესს, რისგან გამომდინარეც ეს დოკუმენტი შედგა. პროდასავლური ოპოზიციური პარტიებისთვის და საზოგადოებისთვის საკონსულტაციო ფორმატი შეიქმნა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პარტია „ახალის” ხელმოწერა ამ დოკუმენტზე არის, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტი მომავლის საქართველოს ასახავს. ამ დოკუმენტის აღსრულების შემდეგ საქართველოში დემოკრატიული წეს-წყობილება იქნება, წარსულს ჩაბარდება პარტიული მმართველობის მიერ სახელმწიფოს ხელში ჩაგდების პრაქტიკა. რა თქმა უნდა, ოლიგარქიული მმართველობა წარსულს ჩაბარდება, სახელმწიფო დასავლური განვითარების გზას დაუბრუნდება”, - განაცხადა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება