კობა კობალაძემ რაგბის კლუბ „არმიას“ უმასპინძლა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე რაგბის კლუბ „არმიის“ მოთამაშეებს და მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სამსახურის დირექტორმა, გუნდის წევრებს საქართველოს ჩემპიონატის დიდი 10-ის საგზურის მოიპოვება მიულოცა და მომავალ სეზონზე წარმატებები უსურვა.

„ყველას ერთად გილოცავთ ამ გამარჯვებას! ერთ-ერთი დიდი და მძიმე ბრძოლა იყო, თქვენი შედეგიდან გამომდინარე. ახალი შესაძლებლობები გაგიჩნდათ, წინ ახალი ასპარეზია. სამხედროებში ამბობენ, ხოლმე: „დაკავება უფრო იოლია, ვიდრე შენარჩუნება“. აქედან გამომდინარე, უმაღლეს ლიგაში, სისუსტის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, აღარ გვაქვს. უფრო მეტად მობილიზებული და უფრო მეტად შემართებულები უნდა ვიყოთ.

მადლობა მინდა,გითხრათ, თქვენი მონდომებისთვის და ბრძოლისთვის. ნულიდან დავიწყეთ და თქვენმა ბრძოლისუნარიანობამ, შეუპოვრობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს,უკვე, უმაღლეს ლიგაში ვართ. გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ წარმატებას“, - მიმართა კობა კობალაძემ გუნდის წევრებს.

სტუმრებმა, თავის მხრივ, კობა კობალაძეს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და მისი დირექტორის მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა და გულშემატკივრობა, გუნდის წევრებისთვის დიდი მოტივაციაა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე მირონ ჩიგოგიძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე.

ინფორმაციისთვის, 19 მაისს, ფოთის რაგბის სტადიონზე, „არმიამ“ ოზურგეთის „არწივები“ დამაჯერებელი ანგარიშით - 23:6 დაამარცხა და 2024-25 წლიდან დიდი 10- ში იასპარეზებენ.

რაგბის კლუბი „არმია“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მმართველობაში 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო კლუბის თანადამფუძნებელი გახდა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია