ირაკლი ქარსელაძე - უეფას კატეგორიის სტადიონი უკვე მარნეულშიც გავხსენით, ვაგრძელებთ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას

ერთობლივი ძალისხმევით ვაშენებთ იმ სტანდარტის სტადიონებს, რომლებზეც ახალი ჩემპიონები და კიდევ უფრო მეტი მოყვარული, თუ პროფესიონალი სპორტსმენები გაიზრდებიან , - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქალაქ მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნისას განაცხადა.

მინისტრმა ახალი, უეფას კატეგორიის სტადიონის გახსნა ადგილობრივებს, ახალგაზრდა სპორტსმენებს და სპორტის მოყვარულებს მიულოცა. მან, ასევე მადლობა გადაუხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის გუნდს, ფეხბურთის ფედერაციას, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კონტრაქტორ და საზედამხედველო ორგანიზაციებს.

,,2023 წელს ღირსეულად ვუმასპინძლეთ უეფას 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს. 11 სტადიონის მშენებლობა და რეაბილიტაცია განხორციელდა სწორედ დაგროვილი გამოცდილების შედეგად. უეფას კატეგორიის სტადიონი უკვე მარნეულშიც გავხსენით. გარდა ამისა მნიშვნელოვანია, სპორტის მიმართულებით სამინისტროს პროექტები, რომლებიც ხორციელდება: ზუგდიდში, ახალციხეში , წნორში , ბოლნისში, არხილოსკალოში და მრავალ სხვა მდებარეობაში. ჩვენ ვანვავითარებთ სპორტულ ინფრასტრუქტურას. ქუთაისს უკვე აქვს ოლიმპიური საცურაო აუზი და რუსთავს ასევე აქვს მრავალფუნქციური, სპორტკომპლექსი და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას და განვითარებას “, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება