შვეიცარიაში, სამშვიდობო სამიტს კამალა ჰარისი დაესწრება

შვეიცარიაში, სამშვიდობო სამიტზე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი წარმოადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი, კირსტენ ალენი ავრცელებს.

„ვიცე-პრეზიდენტი ხაზს გაუსვამს ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ვალდებულებას, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად უკრაინის ძალისხმევას მხარი დაუჭიროს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეფუძნება“, - განაცხადა კირსტენ ალენმა.

მისივე თქმით, კამალა ჰარისი უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს.

კამალა ჰარისთან ერთად აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანიც იქნება.

შეგახსენებთ, უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში, 15-16 ივნისს გაიმართება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე