პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა

პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ბადრი შონიას, გოჩა ჯეირანაშვილისა და გიზო უბილავას კანდიდატურები წარუდგინა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებს დამტკიცებამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოუსმენს. კომიტეტი მათთან გასაუბრებას 7 ივნისს გეგმავს.

მანამდე კი, პროცედურის გათვალისწინებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფი შექმნა. სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი წარდგენილი კანდიდატების კონსტიტუციასთან და კანონთან შესაბამისობის დადგენაა.

ჯგუფს რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში იქნებიან ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატები: - ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ქეთევან ჩარკვიანი, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე, იმედა ნიკურაძე, სალომე ქურასბედიანი, ირაკლი კირცხალია, გენრიეტა წიწავა, ლევან მაჭავარიანი, სავალან მირზოევი. ასევე, “ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი და “ევროპელი სოციალისტების წარმომადგენელი ფრიდონ ინჯია.

როგორც კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში თითო-თითო კანდიდატის წარდგენის თაობაზე ინფორმაცია ყველა ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფებსა და დამოუკიდებელ დეპუტატს გაეგზავნა, თუმცა ოპოზიციის მხრიდან კანდიდატები წარდგენილი არ არის.

“ცალკეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მოიწერა, რომ სამუშაო ჯგუფში ნოემბერში ჩაერთვება. ეს ის ხალხია, ვინც მომდევნო მოწევევის პარლამენტში შეიძლება საერთოდ ვერ მოხვდნენ. ამიტომ გაითვალისწინონ, რომ შანსი ხელიდან არ დაუშვან და ნოემბერს ნუ დაელოდებიან, რადგან ეს კონკრეტული დეპუტატები, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ თურმე ნოემბრეში ჩაერთვებიან, პარლამენტში, შესაძლოა საერთოდ აღარ იყვნენ“, - განაცხადა ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე და აქვე დასძინა, რომ ოპოზიციას სამუშაო ჯგუფში ჩართვის დრო დღეს, დღის ბოლომდე აქვთ.

გარსა ამისა, ოხანაშვილის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფში ჩართვა სთხოვეს თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტის ხელმძღვანელს და ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსს. მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრების პროცესში მონაწილეობას მიიღებს ადვოკატთა ასოციაცია და სახალხო დამცველის ოფისი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პარლამენტი სრული უმრავლესობით ამტკიცებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე