ანრი ოხანაშვილი მეთიუ მილერის განცხადებაზე - ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაველოდებით, სამშობლოს ინტერესები არის უპირველესი

ბელადად ჩაიყენეს, ასევე, რიგითი ბელადი - ზურაბიშვილი. შესაბამისად იყვნენ, შეიკრიბონ და აკონტროლონ ერთმანეთი - სხვა რესურსი მათ არ ექნებათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის მიერ წარდგენილ “ქართულ ქარტიაზე” საუბრისას განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, “ქართული საზოგადოება იმ ჯგუფების და ძალების, ასევე ადამიანის, რომელმაც ქვეყნის უზენაესი კანონი ფეხქვეშ გათელა და ჯერ კიდევ პრეზიდენტად იწოდება, პოლიტიკურ მომავალს არ დაწერს.”

“როდესაც საზოგადოების მხარდაჭერის რესურსი არ აქვს არც სალომე ზურაბიშვილს და არც კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას”, ისინი ცდილობენ, გარკვეული დღის წესრიგის შექმნას, რომ თითქოს გარკვეულ ერთობაზეა საუბარი. რა ერთობაზეა საუბარი, ერთი რადიკალური და დესტრუქციული ჯგუფია “ნაციონალური მოძრაობის” სახით. ამ ჯგუფიდან ვიღაცა ვიღაცას გამოეყო, სხვა სახელი დაირქვა და თითქოს მრავალი ჯგუფი გახდა - საზოგადოებას ამის არ სჯერა. ვინაიდან, ესენი არიან იმ იდეოლოგიის და ღირებულებების მატარებელი ხალხი, რასაც ისინი მთელი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს წარმოადგენენ [ნაციონალური მოძრაობა”]. ბელადად ჩაიყენეს ასევე რიგითი ბელადი - ზურაბიშვილი. შესაბამისად იყვნენ, შეიკრიბონ და აკონტროლონ ერთმანეთი - სხვა რესურსი მათ არ ექნებათ. ჩვენი საზოგადოება ამ ჯგუფებს და ძალებს, ადამიანს, რომელმაც ქვეყნის უზენაესი კანონი ფეხქვეშ გათელა და ჯერ კიდევ პრეზიდენტად იწოდება, ხალხი, რომელიც რადიკალიზმით არიან მხოლოდ დაკავებული, მათ პოლიტიკურ მომავალს არ დაწერს. იყვნენ, შეიკრიბონ, აკონტროლონ ერთმანეთი - მათ პოლიტიკურ რესურსი, რომ რაიმე გავლენა მოახდინონ ქართულ პოლიტიკაზე - არ გააჩნიათ”, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთილ მილერის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით, ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ის მას არ მოუსმენია, თუმცა მზად არის, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაელოდოს.

“არ მომისმენია. ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაველოდებით. სამშობლოს ინტერესები, ქვეყნის სამსახური და სახელმწიფოს ინტერესების დაცვა არის უპირველესი. ჩვენ ვთანამშრომლობთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან. არავის ვესხმით თავს და ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესს, რომ ორგანიზაციების საქმიანობა გამჭვირვალე იყოს. პატივი სცენ საზოგადოების უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის გადაწყვეტილებას. ეს არის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა”, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ მათ სანქციების ახალი პოლიტიკა გამოაცხადეს, ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოუცხადებიათ, თუმცა მათ დაწესებაზე არ იყოყმანებენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება