შალვა პაპუაშვილი - 17 მაისს შედგა სახალხო რეფერენდუმი, ვნახეთ ხალხის მხარდაჭერა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით

17 მაისს შედგა სახალხო რეფერენდუმი, ვნახეთ ხალხის მხარდაჭერა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიამ, ერთი თვის განმავლობაში ჩაატარა 11 შეხვედრა, ყველა რეგიონში.

„მიმდინარე წლის 17 აპრილს პარლამენტში შეიქმნა კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია, რომელმაც ერთი თვის განმავლობაში რეგიონებში ჩაატარა შეხვედრები, რათა მოსახლეობასთან ერთად განგვეხილა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კონსტიტუციური პროექტი, ასევე ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში. ერთი თვის განმავლობაში კომისიამ ჩაატარა 11 შეხვედრა, მოვიცავით ყველა რეგიონი, შევხვდით 5 ათასამდე ჩვენს მოქალაქეს, გვქონდა დისკუსიები კანონპროექტთან დაკავშირებით და მოვისმინეთ მოსახლეობის მოსაზრება. კომისიამ თავისი მუშაობა დაასრულა 17 მაისს. იცით, რომ 17 მაისს გაიმართა დიდი სახალხო შეკრება, რომელიც ეძღვნებოდა ოჯახური ღირებულებების საკითხს, ოჯახური სიწმინდის დაცვის დღესასწაულს. ფაქტობრივად, ამ დღეს შედგა სახალხო რეფერენდუმი. ვნახეთ ათიათასობით ადამიანი, რომელიც გამოსული იყო რეგიონებში, ასიათასობით ადამიანი, რომელიც გამოსული იყო თბილისში და, ფაქტობრივად, ოჯახის სიწმინდის დღეს შედგა სახალხო რეფერენდუმი თავად კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით. ვნახეთ ჩვენ ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. კომისიამ ყველა მასალა გადასცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომელიც უკვე საკონსტიტუციო პროცესს გააგრძელებს და იქნება ჯერ – საკომიტეტო, შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე განხილვა. იცით, რომ სჭირდება კვალიფიციური უმრავლესობა, სამი მეოთხედი კონსტიტუციურ ცვლილებას, ვნახოთ, როგორ მოიქცევა ოპოზიცია. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ისინი, ერთი მხრივ, არ აფიქსირებენ თავის პოზიციას, რადგან იციან გამოხატულად, რას ფიქრობს ქართველი ხალხი. ამავე დროს, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ყოველთვის იყურებიან გარეთ და ელოდებიან სიგნალს გარედან, აქაც თავს იკავებენ პოზიციის დასახელებისგან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო