კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილის განცხადება სამარცხვინოა - ეს ადამიანი საერთოდ გონზე არ არის, რა პროექტზეა საუბარი და რამდენად მნიშვნელოვანია ჩინური კომპანიის არსებობა

სამარცხვინოა, უბრალოდ, სალომე ზურაბიშვილის განცხადება. ზოგადად, მისი ქმედებები არის სამარცხვინო ბოლო წლების განმავლობაში , - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ანაკლიის პროექტში ჩინური კომპანიის ჩართვასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება.

კალაძის განცხადებით, "სალომე ზურაბიშვილი გონზე არ არის, რა პროექტზეა საუბარი".

"მე თუ მკითხავთ, ეს ადამიანი საერთოდ გონზე არ არის, რა პროექტზეა საუბარი და რამდენად მნიშვნელოვანია ჩინური კომპანიის არსებობა. ეს ყველაფერი ხომ გამჭვირვალე იყო, თუ სურვილი ჰქონდათ ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს მიეღოთ მონაწილეობა, ყოფილიყვნენ გამარჯვებული და მათ განეხორციელებინათ ეს პროექტი, ვინ უშლიდათ? ვინ შეზღუდათ? გადაედგათ ეს ნაბიჯი და გაეკეთებინათ. რაც შეეხება ჩინურ კომპანიას, მნიშვნელოვანი რატომ არის მისი არსებობა-ევროპულ ან ამერიკულ კომპანიასაც რომ გაემარჯვებინა, ჩინელების ჩართულობა მაინც მნიშვნელოვანი იქნებოდა იმ თვალსაზრისით, რომ დღეს 800 მილიარდამდე ბრუნვა აქვს ევროპასთან ჩინეთს. გარკვეული ნაწილი საქართველოს გავლით რომ წამოვიდეს და საქართველოს პორტების გამოყენება მოხდეს, წარმოიდგინეთ, ეს რამხელა შვება იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის და ა.შ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩინური კომპანიის მონაწილეობა. სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი არის ანაკლიის პროექტის განხორციელება და ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა, ამ დოზით, არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან".

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება