ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც, მისი თქმით, ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდამსხმელთა ავტომობილებს პოლიციის ეკიპაჟები აცილებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი „ფეისბუქზე“ ავრცელებს ვიდეოს, სადაც, მისი თქმით, ჩანს, როგორ ტოვებენ მისი პარტიის ოფისზე თავდამსხმელები „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით მდებარე სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომს.

ხაბეიშვილის თქმით, კადრებიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ ავტომობილებს პოლიციის ეკიპაჟები აცილებენ, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არაფრის გამოძიებას აპირებს.

„ენმ-ის ოფისზე თავდამსხმელები ათობით ავტომობილით ტოვებენ ტერიტორიას, თავდასხმიდან 2 წთ-ში, „იდეალის“ საპარკინგე სივრციდან. ვიდეოში გარკვევით ჩანს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც აცილებს „ბანდიტების“ ავტომობილებს და მხოლოდ ამის შემდეგ იძვრება ენმ-ის ცენტრალური ოფისისკენ, საიდანაც მიიღეს შეტყობინება ბანდფორმირების თავდასხმის შესახებ.

მე-4 დღეა და 100-მდე ადამიანიდან არცერთი არ დაუკავებიათ... თავად მოაცილა და თავად გააცილა გომელაურის უწყებამ და შესაბამისად გასაგებია, რომ არაფერს გამოიძიებენ“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, 1-ელ ივნისს, გამთენიისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს რამდენიმე ათეული პირი დაესხა. მათ ხელკეტებითა და ქვებით პარტიის ოფისის ფანჯრები ჩაამსხვრიეს და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვეს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!