გია ხუხაშვილი - „ქართული ოცნებისთვის“ მეხის გავარდნამდე ცოტა დროა დარჩენილი

საქართველოს საკითხზე აშშ-ს კონგრესში გამართული მოსმენის შედეგებზე ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ „აშშ დაიწყებს საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას“.

ამის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა - „ჩვენ საქართველოსთან მიმართებაში გამოვაცხადეთ სანქციების ახალი პოლიტიკა. ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები, აქ შევჩერდები. თუმცა, ცხადად ვთქვით, რომ მათ დაწესებას არ დავაყოვნებთ“.

ამის შემდეგ, აშშ-ს კონგრესში საქართველოს საკითხის მოსმენა დაანონსდა. მოსმენა შედგა. მოსმენა ორპარტიული მხარდაჭერით გაიმართა. აღსანიშნავია ის, რომ მოსმენის ერთ-ერთი ორგანიზატორი ტრამპის „რესპუბლიკური“ პარტიის წარმომადგენელი გახლდათ. არადა, სულ ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აქტიურად გულშემატკივრობდნენ ჯო ბაიდენის კონკურენტ დონალდ ტრამპს.

გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კონგრესში საქართველოს საკითხზე გამართულ მოსმენაზე?

- კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩვენი პარტნიორები, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში უამრავი პრობლემაა, მხედველობაში მაქვს უკრაინა-რუსეთის ომი, ახლო აღმოსავლეთში ისრაელ-პალესტინის ომი, ევროპელებიც და ამერიკელებიც ჩვენთვის იცლიან. თავად ის ფაქტი, რომ აშშ-ს კონგრესში გაიმართა მოსმენა საქართველოს საკითხზე, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება კონკრეტულ განხილვას, კმაყოფილი ვარ იმით, რომ ქართული მხრიდან სპიკერები საკმაოდ კარგად იყვნენ მომზადებული. მესმის, რომ ქართულ საზოგადოებას გარკვეული უკმარისობის გრძნობა გაუჩნდა იმის გამო, რომ მათი გამოსვლა უფრო მწვავე არ იყო. მაგრამ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ისინი ისეთ ტრიბუნაზე გამოდიოდნენ, რომ იქ გადამლაშება არ შეიძლება, უნდა შეინარჩუნო გარკვეული სტანდარტი.

კმაყოფილი ვარ იმით, რომ ქართული მხრიდან სპიკერები საკმაოდ კარგად იყვნენ მომზადებული. მესმის, რომ ქართულ საზოგადოებას გარკვეული უკმარისობის გრძნობა გაუჩნდა იმის გამო, რომ მათი გამოსვლა უფრო მწვავე არ იყო. მაგრამ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ისინი ისეთ ტრიბუნაზე გამოდიოდნენ, რომ იქ გადამლაშება არ შეიძლება, უნდა შეინარჩუნო გარკვეული სტანდარტი

მათ რომ უფრო მწვავედ ესაუბრათ, მხოლოდ უკუშედეგს მოიტანდა. ასე რომ მათი გამოსვლების ტონი იყო აბსოლუტურად სწორი და კარგი. ასე რომ, მე მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ კონგრესში გამართული მოსმენებით. აბსურდამდეა დასული „ქართული ოცნების“ კომენტარები. ვგულისხმობ იმას, რომ თურმე ის, რომ ხელისუფლების განუკითხაობაზე საერთაშორისო ტრიბუნაზე ისაუბრებ, ყოფილა ღალატი.

თურმე ხელისუფლებას უფლება აქვს ბავშვებს ცემა-ტყეპა აუტეხოს, სახლებში შეუვარდეს, შეაშინოს, აგინოს ტელეფონზე, თურმე ამის უფლება აქვს და შენ ამაზე საუბრის უფლება არა გაქვს, რადგან „ქვეყნის ჩამშვები გამოდიხარ“. ამას ლაპარაკობს მხდალი ხელისუფლება, რომელიც სპეცრაზმსაა ამოფარებული.

აბსურდამდეა დასული „ქართული ოცნების“ კომენტარები. ვგულისხმობ იმას, რომ თურმე ის, რომ ხელისუფლების განუკითხაობაზე საერთაშორისო ტრიბუნაზე ისაუბრებ, ყოფილა ღალატი

სამწუხაროდ, ასეთ უტიფრობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ უკვე აღარავის უკვირს ხელისუფლების ასეთი დაბალი ბუნება.

- კონგრესში გამართულ მოსმენაზე საკმაოდ კრიტიკული გამოსვლები ჰქონდათ ამერიკელ კონგრესმენებს...

- სხვათა შორის, ევროპულისგან განსხვავებით, ამერიკული სისტემა ძალიან მობილური და ძალიან სწრაფ მოქმედებებზეა ორიენტირებული. ასე რომ, „ქართული ოცნებისთვის“ მეხის გავარდნამდე ცოტა დროა დარჩენილი.

რას ნიშნავს ამერიკის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ კონკრეტული ღონისძიებების მიღება, ამას ძალიან მტკივნეულად იგრძნობენ კონკრეტული ადამიანები. სამწუხაროდ, ეს ქვეყანასაც დააზიანებს. ინდივიდებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორს ინტერესის მთლიანად გაყოფა ძალიან ძნელია.

თუმცა, მაქსიმალური მცდელობა იქნება რომ ეს ყველაფერი წერტილოვან ხასიათს ატარებდეს.

რას ნიშნავს ამერიკის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ კონკრეტული ღონისძიებების მიღება, ამას ძალიან მტკივნეულად იგრძნობენ კონკრეტული ადამიანები. სამწუხაროდ, ეს ქვეყანასაც დააზიანებს. ინდივიდებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორს ინტერესის მთლიანად გაყოფა ძალიან ძნელია

მაგრამ, რაც არ უნდა წერტილოვანი იყოს მიდგომა, ეკონომიკაში ან სხვა სფეროში, ზარალი ქვეყნისთვის გარდაუვალი იქნება. ვფიქრობ, რომ არჩევნების შემდეგ, ზარალის აღდგენა სწრაფად მოხდება.

- არჩევნებამდე ძალიან დიდი დროა, ქვეყანას დიდი გზას აქვს გასავლელი როგორც შიდა პოლიტიკაში, ისე საგარეო ურთიერთობებში. ქართული მხრიდან გამომსვლელებმა ხელისუფლების მიმართ სწორედ წერტილოვანი ქმედებებისკენ მოუწოდეს ამერიკელ პარტნიორებს.

ამ თემაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა კახი კალაძემ ჯერ თქვა - „სანქციების არ გვეშინია.“ მერე რიტორიკული კითხვა დასვა - რატომ სანქციებიო?“.

მანამდე, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა - „სანქციებზე საუბარი არასერიოზულია, თუ ვინმე საუბრობს, ეს არის კონტრპროდუქტიული იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ“.

გასაგებია, რომ მთავარია ქვეყანას არ შეეხოს და თუ ინდივიდებს შეეხო, როგორმე აიტანდა ქვეყანა. თუ აშშ-მ ვინმეს სანქცირება გადაწყვიტა, სავარაუდოდ, რა ფორმას მიიღებს ეს სანქციები?

- პირველ რიგში, სანქციების შეეხება ამერიკის მხრიდან სავიზო შეზღუდვებს. ისინი იქნება წერტილოვანი, კონკრეტული ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ იქნება ეს შეზღუდვები.

გარდა ამისა, როცა აშშ-მ გამოაცხადა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას ვიწყებთო, უნდა გვესმოდეს, თუ რა დონეზე მუშაობენ ამერიკული სპეცსამსახურები საქართველოს თემაზე. ზომები მიღებული იქნება კონკრეტული ადამიანების მიმართ. გადაწყვეტილება მიღებული იქნება კონკრეტული ფაქტებით გამყარებული. იგივე კორუფციასთან და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, თუ რუსეთთან კოლაბორაციასთან დაკავშირებულით. არაა გამორიცხული სანქციების თავის არიდების თემასაც შეეხონ.

როცა აშშ-მ გამოაცხადა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას ვიწყებთო, უნდა გვესმოდეს, თუ რა დონეზე მუშაობენ ამერიკული სპეცსამსახურები საქართველოს თემაზე. ზომები მიღებული იქნება კონკრეტული ადამიანების მიმართ. გადაწყვეტილება მიღებული იქნება კონკრეტული ფაქტებით გამყარებული. იგივე კორუფციასთან და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, თუ რუსეთთან კოლაბორაციასთან დაკავშირებულით. არაა გამორიცხული სანქციების თავის არიდების თემასაც შეეხონ

რა თქმა უნდა, ამ თემებზე ამერიკულ სპეცსამსახურებს ინფორმაცია აქვს. ამიტომ, ისინი გამოყოფენ ზუსტად იმ სუბიექტებს, რომლებიც ამ ყველაფრით არიან დაკავებული. ალბათ მათი მხრიდა დარტყმებს ამ მიმართულებებით უნდა ველოდოთ.

ვიმეორებ, ეს დარტყმები იქნება წერტილოვანი, მაგრამ, ეს აუცილებლად იმოქმედებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოზეც აისახება. ვითარებაში, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები შემჩნეული არიან ამ ტიპის მოქმედებებში და სანქცირებული არიან ამერიკის მხრიდან, ნებისმიერი ინვესტორი თავს შეიკავებს ჰქონდეს საქართველოსთან ურთიერთობები. ანუ, ირიბი უარყოფითი ეფექტი ექნება ამერიკის მხრიდან ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას.

რა თქმა უნდა, ქვეყნის დასანქცირებას არავინ არ აპირებს, მაგრამ, ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების შემდეგ ისეთი მოცემულობა შეიქმნება, რომ ეს ინვესტორებს დააფრთხობს, რაც გამოიწვევს ეკონომიკურ სტაგნაციას. თუმცა, დროებით. როგორც კი ეს ავგიას თავლა ხელისუფლებიდან გაიწმინდება, ამის შემდეგ პროცესი გამოსწორდება.

ქვეყნის დასანქცირებას არავინ არ აპირებს, მაგრამ, ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების შემდეგ ისეთი მოცემულობა შეიქმნება, რომ ეს ინვესტორებს დააფრთხობს, რაც გამოიწვევს ეკონომიკურ სტაგნაციას. თუმცა, დროებით. როგორც კი ეს ავგიას თავლა ხელისუფლებიდან გაიწმინდება, ამის შემდეგ პროცესი გამოსწორდება

რაც შეეხება სავიზო შეზღუდვებს, ნახეთ ეს რამდენად მძიმე რამეა. თუ ხელისუფლების წარმომადგენლების სერიოზულ რაოდენობას აეკრძალათ ვიზიტი აშშ-ში, როგორც ჩანს იგივე მოხდება ევროპის მიმართულებაზეც.

ჩვენ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც იქნება კეთროვანი, რომელიც ვერც ერთ საერთაშორისო ფორუმზე ვერ წავა, მხოლოდ მოსკოვის და პეკინის მიმართულებით შეეძლებათ გადაადგილება. ასეთ ვითარებაში როგორ უნდა იფუნქციონიროს ხელისუფლებამ, გაუგებარია.

- ევროპარლამენტის არჩევნების დასრულების შემდეგ ევროსტრუქტურების ახალი შემადგენლობა დაკომპლექტდება და თუ მათაც სანქციები დაუწესეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაშინ რა გამოვა - არჩევნებს ჩვენი ხელისუფლება დასანქცირებული შეხვდება?

- სამწუხაროდ, საგარეო ურთიერთობებში არჩევნებამდე ხელისუფლება იქნება იზოლაციაში მოქცეული. ვისაც ხელისუფლებაზე პრეტენზია აქვს, უნდა იცოდეს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი სამომავლოდ აპირებს ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობების დალაგებას, მაშინ მან ეს ხალხი უნდა ჩარეცხოს. მას არ დასჭირდება ხელისუფლებაში ხალხი, ვინც ზემო მაჩხაანს ვერ გასცდება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში ისინი ივანიშვილს ჩასარეცხად ჰყავს გამზადებული.

ვისაც ხელისუფლებაზე პრეტენზია აქვს, უნდა იცოდეს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი სამომავლოდ აპირებს ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობების დალაგებას, მაშინ მან ეს ხალხი უნდა ჩარეცხოს. მას არ დასჭირდება ხელისუფლებაში ხალხი, ვინც ზემო მაჩხაანს ვერ გასცდება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში ისინი ივანიშვილს ჩასარეცხად ჰყავს გამზადებული

თუ ივანიშვილი ამ ყველაფერზე შეგნებულად მიდის და რუსეთისკენ მიჰყავს ქვეყანა, ამ შემთხვევაში მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი ჩადიან სახელმწიფო ღალატს. ძალიან მარტივი სცენარებია, სხვა სცენარები უბრალოდ არ არსებობს. ეს ადამიანები ან ხელისუფლებაში იქნებიან მოღალატეებად, ან ივანიშვილი მათ ჩარეცხავს. ამ ორი სცენარიდან, მათ შეუძლიათ თავისი გემოვნებით აირჩიონ თავისი პერსპექტივა და რა ურჩევნიათ.

- რა გამოდის? - „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო სიაში დასანქცირებული ადამიანები ეყოლება?

- თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ საარჩევნო სიებსა და ხელისუფლებაში დასანქცირებული ხალხის ყოფნა? ისინი ხომ ვერც ერთ საერთაშორისო ფორუმს ევროპაში და ამერიკაში ვერ დაესწრებიან. ამ პროცესში პოზიტივი ის არის, მორალური სიცხადეა შეტანილი. ამომრჩეველს ზუსტად ეცოდინება ვის უნდა მისცეს ხმა და ვის არა. და რა შემთხვევაში შეიძლება დალაგდეს ქვეყანა.

ამ პროცესში პოზიტივი ის არის, მორალური სიცხადეა შეტანილი. ამომრჩეველს ზუსტად ეცოდინება ვის უნდა მისცეს ხმა და ვის არა. და რა შემთხვევაში შეიძლება დალაგდეს ქვეყანა

როცა ხელისუფლება ამბობს, რომ ევროპასთან დავლაგდებითო, გაუგებარია როგორ? რადგან, არაა გამორიცხული ევროპამაც მიიღოს მათზე სანქციები. ეს ხომ აბსურდია. ახლა ის დროა ჩვენ სხვადასხვა თემებზე არ უნდა გავიბნეთ, წყალგამყოფი ძალიან მარტივია. დღეს მაგიდაზე დევს ერთადერთი საკითხი - სად მიდის ქვეყანა - მიდის ევროპაში? თუ ბრუნდება რუსეთის იმპერიაში? ასეთია არჩევანი.

დანარჩენი ლგბტ თემების შემოგდება, ფილმებში გარკვეული სცენები უნდა ამოჭრან და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის ხელისუფლების მიერ შემოგდებული თემები და ჩვენ მასზე არ უნდა გვქონდეს რეაქცია.

- ბევრი ადამიანი შემხვდა, ვინც ხელისუფლების ამ ინიციატივას მიესალმა.

როგორც ჩანს, ხელისუფლებამ იცის, რომ საზოგადოებაში ასეთი განწყობები არსებობს და ეს განცხადებები სწორედ მათზეა გათვლილი?

- ხელისუფლება ეფ-ეს-ბეში დამუშავებული ტექნოლოგიებით მოქმედებს. ლგბტ-სა და ეკლესიასთან დაკავშირებული თემები, ეს გარედან „ტვინების გასარეცხად“ შემოგდებული თემებია და ხელისუფლება მას იყენებს.

სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არიან გარკვეული ადამიანები, რომლებიც ამ ფსევდო-მორალურ ტალღაზე არიან აწყობილი. ხელისუფლებამ ეს იცის და საარჩევნოდ სწორედ მათზე მუშაობენ.

ლგბტ-სა და ეკლესიასთან დაკავშირებული თემები, ეს გარედან „ტვინების გასარეცხად“ შემოგდებული თემებია და ხელისუფლება მას იყენებს

გარყვნილება ხელისუფლებაში რომაა ისეთი უნდა. იპარავენ, ძალადობენ, ხალხს ურეკავენ და აშინებენ, ამაზე მეტი ნაძირალობა რაღაა? თურმე, ეს შეიძლება.

ვიმეორებ, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არიან ადამიანები ვისაც სახელისუფლებო პროპაგანდის სჯერა. მათ თავის მორალს უნდათ დაუქვემდებარონ სხვა და მათ თავისუფალი არჩევანი წაართვან.

დარწმუნებული ვარ, ამ ხალხს არჩევნები რა შედეგით დასრულდება ის უფრო აწუხებთ, ვიდრე ან ევროპაში, ან ჩვენთან ლგბტ-ს პრობლემები. ასეა მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში კონსერვატიული შეხედულებების ხალხი არსებობენ და ხელისუფლების პროპაგანდა მათზეა გათვლილი.

ამ თემაზე ხელისუფლების პროპაგანდა მეგაპოლისებში პრაქტიკულად არ მუშაობს, მაგრამ რეგიონებში მუშაობს. ასევე მუშაობს ეკლესიასა და მორწმუნეობის თემა.

ხელისუფლება ეკლესიას იყენებს, რელიგიურ დღესასწაულებზე უკავიათ დიდი სანთლები, მაგრამ, ისინი რომ მორწმუნე ქრისტიანები იყვნენ, ბავშვებს ქუჩაში ცემა-ტყეპას არ გაუმართავდნენ. აგრესია და ფიზიკური ძალადობის ქადაგებაა, ის, რასაც ახლა ხელისუფლება ქუჩაში ახალგაზრდების წინააღმდეგ აკეთებს.

თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ ხელისუფლება ასეთი მოქმედებით ამაყობს კიდეც,

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო