სალომე სამადაშვილი - თურმე აშშ-ში მტრები არიან და მეგობრები არიან მოსკოვში, რომელმაც ტერიტორიების 20% წაგვართვა - რუსული ხერხია ადამიანებს დააჯერო, რომ მეგობრები მტრები არიან, მტრები კი მეგობრები

რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს იმ დავალებების შესრულებაა, რასაც რუსეთი აძლევს, - ასე შეაფასა „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ „უკრაინამ ტერიტორიების 20% დაკარგა, დაღუპულია ასიათასობით ადამიანი, ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია, ინფრასტრუქტურა განადგურებულია, დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი დევნილი ან ლტოლვილია - ეს ყველაფერი მაიდანმა მოიტანა!“

სამადაშვილმა ირაკლი კობახიძეს რუსეთის წარმომადგენელი უწოდა.

„რუსეთის წარმომადგენელი რომ გამოდის, რომელსაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჰქვია და მაიდანს იძახის. რა იყო მაიდანი? - ის იყო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასაყენებლად მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა. თუ კობახიძეს მიაჩნია, რომ მაიდანი იყო საშინელება, რატომ შეიტანა მისმა ხელისუფლებამ, რატომ მოაწერა ხელი გაწევრიანებაზე განაცხადს? კითხვა მაქვს ამ ხალხთან: რას სთავაზობენ ქართველ ხალხს? გამოდიან და ხალხს ეუბნებიან, რომ თავისუფლება უნდა დათმონ, რომ მშვიდობა შეინარჩუნონ? რუსეთის შემდეგი მოთხოვნა იქნება ასეთი: ახლა აღიარებთ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას და მერე ყველა ერთად შემოიტანთ განაცხადს, რომ რუსეთის ქოლგის ქვეშ და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდებით. ეს არის დუგინის იდეოლოგიის მიმდევრობა. დღეს, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს იმ დავალებების შესრულებაა, რასაც რუსეთი აძლევს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე მოსაზრებით, „ქართული ოცნება“ რუსეთის დავალებას ასრულებს იმიტომ, რომ სტრატეგიული ურთიერთობის ჩაშლა იყო რუსეთის დიდი ხნის ამოცანა.

„ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, რომ აშშ-ს მიერ ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა გასული 30 წლის მანძილზე გადამწყვეტი ფაქტორი იყო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. ამერიკის მხარდაჭერა, რომ არა 2008 წელს განხორციელებული ინტერვენცია როგორ დასრულდებოდა არავინ იცის, ალბათ, 2008 წელს რუსეთის დროშა იფრიალებდა თბილისის თავზე და ამით დასრულდებოდა ის თავდასხმა.

რუსეთის დავალებას ასრულებენ იმიტომ, რომ სტრატეგიული ურთიერთობის ჩაშლა იყო რუსეთის დიდი ხნის ამოცანა და ახლა ვხედავთ იმას, რომ მიმდინარეობს ის, რაც რუსეთმა ვერ მოახერხა. საქართველოს მეგობრები ვაშინგტონში განიხილავენ რით დაეხმარონ საქართველოს და რა იქნება საუკეთესო დახმარება ქართული სახელმწიფოსთვის, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, თურმე მტრები არიან და მეგობრები არიან ის ხალხი მოსკოვში, რომლებმაც ჩვენი ტერიტორიების 20% წაგვართვა. რუსული ხერხია ადამიანებს დააჯერო პირიქით, რომ მეგობრები მტრები არიან, მტრები კი მეგობრები. ამას ემსახურება „ქართული ოცნების“ პროპაგანდა“,- განაცხადა სამადაშვილმა.

როგორც „ლელოს“ დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს ნამდვილი ქართული ოცნებაა ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება.

„საქართველო 30 წელია ოცნებობს, ნამდვილი ქართული ოცნებაა ევროატლანტიკურ სივრცეში მიგვიღონ, გაიხსნას ამ სივრცის კარები ჩვენთვის. დღეს ეს ხალხი ამ კარებს გვიხსნის და გვეუბნებიან, რომ ევროკავშირში შეგიძლიათ გაწევრიანდეთ, ოღონდ ამისთვის უნდა ჩაატაროთ რეფორმები, რომლებიც ჩვენც გვჭირდება. დღეს გამოდიან და ამბობენ, რომ სსრკ, ევროკავშირი და ამერიკა ერთნაირად ცდილობენ ჩვენს დაპყრობასო. მეტი აბსურდი რა უნდა უთხრან საქართველოს მოქალაქეებს?!“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა