Nexia Georgia ბიზნესს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სერვისს შესთავაზებს

საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის „ნექსია საქართველოს“ სერვისების მრავალფეროვან ჩამონათვალს ახალი მიმართულება დაემატა, რომელიც ბიზნესს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით სრულ მხარდაჭერას შესთავაზებს.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც მიმდინარე წლის 1 მარტიდან ამოქმედდა, საჯარო და კერძო ორგანიზაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის/განსაზღვრის ვალდებულებას აკისრებს, არაუგვიანეს 2024 წლის 1 ივნისისა.

რა ახალი საჭიროებების წინაშე დადგა ბიზნესი ახალი კანონის ამოქმედებით და რას სთავაზობს Nexia ბიზნესს - ამის შესახებ კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ აზნაურაშვილი გვესაუბრა.

„Nexia-მ, როგორც აუთსორს მომსახურების ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანიამ, რომელიც წლებია, ბიზნეს სექტორს მაღალი ხარისხის სერვისებს სთავაზობს, ამჯერად, პროფესიონალი იურისტებითა და სერტიფიცირებული ოფიცრებით დაკომპლექტებული სრულიად ახალი მიმართულება შექმნა, რომელიც მსხვილ და საშუალო ბიზნესს ახალი კანონით დაკისრებული ვალდებულებების სწორად შესრულებასა და საქმიანობის ახალ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანაში ეხმარება. აღნიშნული სერვისი, მოიცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით საჭირო შიდა რეგულაციებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავებას, თანამშრომელთა გადამზადებასა და ნორმატიული აქტებისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების პერიოდულ მონიტორინგს.

ჩვენი მიზანია, ბიზნეს-სექტორს, ისევე როგორც ყველა სხვა მიმართულებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხითაც გავუწიოთ მაღალი დონის სერვისი, რომელიც ეფუძნება საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას და მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის რეგულაციებს (GDPR) შეესაბამება“ - ზურაბ აზნაურაშვილი, Nexia-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის გაწერის ვალდებულება აქვს ყველა ორგანიზაციას, თუმცა ოფიცრის ყოლის ვალდებულება განსაზღვრულია შემდეგი ტიპის ორგანიზაციებისთვის:

  1. საჯარო დაწესებულება
  2. სადაზღვევო ორგანიზაცია
  3. საკრედიტო-საფინანსო ინსტიტუტები: კომერციული ბანკი; მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; საკრედიტო ბიურო
  4. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია
  5. ავიაკომპანია და აეროპორტი
  6. სამედიცინო დაწესებულება
  7. ვინც ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემს, რაც დაკონკრეტებულია მოსახლეობის 1%-ის (განსაკუთრებული მონაცემის შემთხვევაში) ან 3%-ის მონაცემებს
  8. ვინც ახორციელებს მოსახლეობის ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს (დაზუსტებულია სამსახურის №22 ბრძანებით): კერძო სკოლები და საბავშვო ბაღები, რომლებიც აკვირდებიან მოსწავლეების ქცევას; სამშენებლო კომპანიები, რომლებიც იკვლევენ მომხმარებლების ქცევას; სასტუმროები, რომლებიც აანალიზებენ სტუმრის სურვილებს და მოთხოვნებს; და სხვა მსგავსი ქცევის ანალიზის შემთხვევები; ასევე, ინტერნეტრესურსები, სადაც ხდება მონაცემთა სუბიექტის წინასწარი რეგისტრაცია;

ოფიცერი შეიძლება იყოს როგორც ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელიც არ არის ჩართული მონაცემების დამუშავების პროცესში, ასევე, აუთსორსინგ სერვისზე დაკონტრაქტებული იურიდიული ან ფიზიკური პირი, ვინც ორგანიზაციისთვის არ ახორციელებს ისეთ მომსახურებას, რომელიც მონაცემების დამუშავებას ითვალისწინებს.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია