სტუდენტი ნიკოლოზ კალანდაძე - ნიკო მანაგაძე აქტიურადაა ჩართული აქციის ორგანიზებაში და კობახიძის „ზონდერებმა" ამ გზით სცადეს მისი დასჯა და სხვა სტუდენტების დაშინება, ჩვენი პასუხია - ვერ შეგვაშინებთ

ნიკო მანაგაძე აქტიურად არის ჩართული აქციის ორგანიზებაში და კობახიძის „ზონდერებმა" ამ გზით სცადეს ნიკოს დასჯა და სხვა სტუდენტების დაშინება. ჩვენი პასუხია - ვერ შეგვაშინებთ, - ამის შესახებ სტუდენტმა, ნიკოლოზ კალანდაძემ სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ლიდერზე, ნიკო მანაგაძეზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სტუდენტები ხვალ, 09:00 საათზე, თსუ-ს მეორე კორპუსთან აპირებენ დახვდნენ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ყოველ შაბათს ლექციას კითხულობს.

ირაკლი კობახიძის ლექციის დროს დაგეგმილი საპროტესტო აქციის წინა დღეს, თსუ-ს პირველ კორპუსთან, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელს, ნიკო მანაგაძეს. ნიკო აქტიურად არის ჩართული აქციის ორგანიზებაში და კობახიძის "ზონდერებმა" ამ გზით სცადეს ნიკოს დასჯა და სხვა სტუდენტების დაშინება. ჩვენი პასუხია - ვერ შეგვაშინებთ, კიდევ უფრო მეტნი მოვალთ ხვალ. მივმართავთ ლექტორებს - დადექით თქვენი სტუდენტების გვერდით, დადექით იმ სტუდენტების გვერდით, რომლებსაც რეჟიმი პროდასავლური არჩევანის გამო ფიზიკურად უსწორდება. მივმართავთ იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, თამარ ზარანდიას, გამოდით დილით 9 საათზე და დადექით იქ, სადაც თქვენი პროფესორის ღალატის გამო თქვენივე სტუდენტებს ასისხლიანებენ. დუმილი ახალისებს ძალადობას. მოვუწოდებთ ყველას, მოქალაქეებს - დადექით ჩვენს გვერდით. ხვალ, დილის 9 საათზე, ვიკრიბებით თსუ-ს მეორე კორპუსთან. ერთად დავხვდეთ კობახიძეს”, - განაცხადა ნიკოლოზ კალანდაძემ.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე საათის წინ, სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის“ ლიდერს, 21 წლის ნიკო მანაგაძეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელი კორპუსის წინ რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა