ბადრი ჯაფარიძე - იმაზე კი აღარაა საუბარი, რომ მოლაპარაკებები გაიხსნება, ჩვენი ყველა მოლაპარაკება შეწყდა ევროატლანტიკური გაწევრიანების მიმართულებით - სანქცირებულ ხელისუფლებასთან არავინ აწარმოებს მოლაპარაკებას

„ქართული ოცნების“ 30 წამყვანი პირი არასასურველია აშშ-ისთვის, ესაა მთავარი გზავნილი და ამით ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სანქციები და შეზღუდვები შეეხო იმ ადამიანებს, რომლებიც დგანან რუსული კანონის ინიცირების და მისი მიღების სათავეებში.

"ქვედა რგოლი ვერ იქნებოდა სათავეებში, ასე რომ, ვიცით ვინც არიან სანქცირებულები. აქ გვარებსაც მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე ათეულ ადამიანზე, ცხადია, ესენი არიან „ქართული ოცნების“ წამყვანი ძალა. ეს არის გზავნილი, რომ მისი 30 წამყვანი პირი, არასასურველი პირები არიან აშშ-ისთვის. ესაა მთავარი გზავნილი და ამით ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი. იმაზე კი აღარაა საუბარი, რომ მოლაპარაკებები გაიხსნება, ჩვენი ყველა მოლაპარაკება შეწყდა ევროატლანტიკური გაწევრიანების მიმართულებით. სანქცირებულ ხელისუფლებასთან არავინ აწარმოებს მოლაპარაკებას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ისეთი სისწრაფით მიდის უფსკრულისკენ, რომ მათი გამჩერებელი აღარავინაა.

„როდესაც ქვეყანას ჰყავს აშშ-ის მხრიდან სანქცირებული ხელისუფლება, ეს არის ძალიან ნეგატიური, უკიდურესად უარყოფითი გზავნილი გარესამყაროსთვის. ისეთი სისწრაფით მიექანებიან უფსკრულში, რომ ახლა ამათი გამჩერებელი არავინ არ არის. წავიდნენ იქ, სადაც მიდიან, მაგრამ ეს ქვეყანა უნდა გამოვგლიჯოთ ხელიდან. ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად. თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ უნდა გაითავისოს პასუხისმგებლობა, რომ ახლა სასწორზეა შეგდებული ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. არავის არ აქვს უფლება, რომ იყოს ინერტული“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია