შალვა პაპუაშვილი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაა, რომ ახალგაზრდობა ევროპაში სულ უფრო მეტად უჭერს მხარს კონსერვატორულ, ტრადიციულ მიდგომებს

ევროპარლამენტის ფუნქციიდან გამომდინარე, ნაკლებად მნიშვნელოვანია თავად ევროპარლამენტში როგორი ძალთა გადანაწილებაა, ვინაიდან ევროკავშირის სხვა სტრუქტურებთან შედარებით ევროპარლამენტს ნაკლები პოლიტიკური წონა აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროპარლამენტში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ტენდენცია უფრო კონსერვატორული პარტიების მიმართ არის გადახრილი.

პაპუაშვილის თქმით, ამ არჩევნების მთავარი გზავნილი არის, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან უნდა შეთანხმდნენ საერთო ევროპულ ინტერესებზე და არა პირიქით - მოახდინონ საერთო ინტერესების პროვოცირება ქვეყნის ინტერესებზე.

„ევროპარლამენტის ფუნქციიდან გამომდინარე, ნაკლებად მნიშვნელოვანია თავად ევროპარლამენტში როგორი ძალთა გადანაწილებაა, ვინაიდან ევროკავშირის სხვა სტრუქტურებთან შედარებით ევროპარლამენტს ნაკლები პოლიტიკური წონა აქვს. თუმცა აქაც ვატყობთ, რომ ტენდენცია უფრო კონსერვატორული პარტიების მიმართ არის გადახრილი. უფრო მნიშვნელოვანია თავად წევრ ქვეყნებში რა შედეგები იყო ამ მხრივ. ვნახეთ, რომ ამ არჩევნების გამო საფრანგეთში რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნა, ბელგიის პრემიერ-მინისტრი გადადგა და გერმანიაში მმართველმა კოალიციამ მესამე, მეოთხე, მეხუთე ადგილები დაიკავა. გარკვეულწილად ეს ამ ქვეყნებში მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლების პოლიტიკის შეფასებას აჩვენებს - იქნება ეს საფრანგეთი თუ გერმანია.

ასევე, არის გარკვეული რეაქცია იმ პოლიტიკაზე, რომელიც მთავრობებს განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ჰქონდათ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა ყური დაუგდონ საკუთარი მოსახლეობის განწყობას და მათ შეფასებებს. ფაქტია, რომ ერთ-ერთი ტენდენცია კონსერვატორული მიდგომებისაა. მოსახლეობის მხრიდან ტრადიციული ღირებულებების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა. ამ ნეოლიბერალური მიდგომების მიმართ გარკვეული გადაღლაა, რომელსაც ხშირად ახვევენ თავს საკუთარ მოსახლეობას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაა, რომ ახალგაზრდობა ევროპაში სულ უფრო მეტად უჭერს მხარს კონსერვატორულ, ტრადიციულ მიდგომებს. მათ შორის [ევროკავშირის] წევრ ქვეყნებშიც, რაც არჩევნებმაც აჩვენა, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდობა უფიქრდება, რაში მდგომარეობს ქვეყნის და ხალხის ინტერესები და აქედან გამომდინარე უყურებენ შემდეგ საერთო ინტერესებს.

ვფიქრობ, ამ არჩევნების მთავარი გზავნილი არის, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან უნდა შეთანხმდნენ საერთო ევროპულ ინტერესებზე და არა პირიქით - საერთო ინტერესების პროვოცირება ქვეყნის ინტერესებზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო