ნინო ლაცაბიძე - სამთავრობო გუნდის მხარდაჭერით, ორი წლის განმავლობაში, 700-მდე ოჯახს ფართები საკუთრებაში გადავეცით

რუსთავში, წლების განმავლობაში დაკავებული საცხოვრებელი ფართები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ 21 ოჯახს გადაეცა საკუთრებაში.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების ცენტრში, ამის თაობაზე ინფორმაცია, მოსახლეობას ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრებმა გააცნეს.

ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა მათ საქართველოს მთავრობის განკარგულება გადასცეს და შემდგომი პროცედურები განუმარტეს.

„სამთავრობო გუნდის მხარდაჭერით, ორი წლის განმავლობაში 700-მდე ოჯახს გადავეცით ფართები საკუთრებაში. ეს ადამიანები რუსთავში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართებზე, თუმცა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდათ. დღესაც პრემიერის განკარგულებით, დამატებით 21 ოჯახს მივულოცეთ ფართების საკუთრებაში გადაცემა”, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ოჯახებს, რომელთაც მთავრობის გადაწყვეტილებით სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცათ ბინები საკუთრებაში, მხოლოდ საჯარო რეესტრის შესაბამისი რეგისტრაცია დასჭირდებათ.

ირაკლი შატაკიშვილის განმარტებით, მათი პოლიტიკური გუნდი ამ მიმართულებით მუშაობას აუცილებლად გააგრძელებს.

„გრძელდება სახელმწიფო პროგრამა რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით ხორციელდება და გულისხმობს საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად - 1 ლარად ინდივიდუალურად ოჯახებისთვის საკუთრებაში გადაცემას. რუსთავში რამდენიმე ათეულ ოჯახს გადავეცით დღეს ფართი, საერთო ჯამში კი 700-მდე ოჯახს. ჩვენი პოლიტიკური გუნდი აუცილებლად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას”, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.

რუსთავში, ბოლო ორი წლის განმავლობაში დაკავებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში 700-მდე ოჯახს გადაეცა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში