უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი” ახალ კამპანიას იწყებს. ბიოგრაფის მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტები 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციაზეა აგებული, რაც გულისხმობს 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზე ყველა საჭირო სერვისთან წვდომას. ამ იდეის კრეატიულად საილუსტრაციოდ კამპანიის გამხსნელ რგოლში გამოყენებულია ჩრდილები, რაც დროის მოძრაობას აღწერს. ბიოგრაფის ეკოსისტემა ცოცხალი, მოძრავი, პროგრესული და ადამიანზე ორიენტირებულია, სადაც თავად იღებ კონტროლს საკუთარ ცხოვრებაზე და მართავ მას.
„ჩვენ ვიაზრებთ, რამდენად ძვირად ფასობს დრო თანამედროვე სამყაროში. ამიტომაც, მიზნად დავისახეთ, ჩვენი მაცხოვრებლების ყოველდღიურობა პროექტში არსებული სერვისების მრავალფეროვნებით უფრო პროდუქტიული გაგვეხადა. „მოირგე დრო” - ბიოგრაფის ახალი კამპანიის ინსპირაციის წყარო სწორედ 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციაა, რომელსაც ჩვენი პროექტები მიჰყვება. დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი” ქალაქის ცენტრალურ გამზირებზე ქმნის პროექტებს, რომლებიც სულ მალე უბნების მთავარ მიზიდულობის ცენტრებად იქცევა. ეს ხელს უწყობს თბილისის დეცენტრალიზაციას და მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემს მაღალი ხარისხის მომსახურება სახლიდან გაუსვლელად ან სულ რამდენიმე მეტრში მიიღონ.
,,ბიოგრაფი ლივინგის” მიზანია სავაჭრო ცენტრები, სპორტული დარბაზები, კაფე-ბარები, ჰიპერმარკეტები, რეკრეაციული ზონები ყველა უბნისთვის იყოს მარტივად ხელმისაწვდომი და ამისთვის შორ გზაზე გადაადგილება აღარ დაგჭირდეთ. სანაცვლოდ, შეგიძლიათ, დაზოგილი დრო და ენერგია უფრო მნიშვნელოვან საქმეს მოახმაროთ. “ აცხადებს დეველოპერული კომპანიის დირექტორი ვასილ ფხაკაძე.
,,ბიოგრაფი ლივინგი” 2023 წლიდან გამოჩნდა დეველოპერულ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოდგენილია 3 მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროეტით: საკენი - ვაჟა ფშაველას გამზირზე; მატიანი - წერეთლის წამზირზე; შანტანი - მაიაკოვსკის ქუჩაზე, მუშტაედის პარკის წინ. უახლოეს დღეები გაეშვება ახალი მასშტაბური პროექტი ჰისნი, რომელიც ქ. დედოფლის გამზირზე მდებარეობს. პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება $340 მლნ-ია. ბიოგრაფის მიერ შექმნილი პროექტები ხელს შეუწყობს ქალაქის საერთო კეთილდღეობასა და წარმატებას, ხოლო უძრავი ქონებით დაინტერესებულ ადამიანებსა და პარტნიორებს სთავაზობს მუდმივად მზარდ ღირებულებებს.
(R)