Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო

Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონების - Galaxy Z Fold7-ისა და Galaxy Z Flip7-ის წინასწარი გაყიდვები 14 ივლისს იწყება. AI ფუნქციონალი, პრემიუმ დიზაინი, ინოვაციური კამერები - ეს Galaxy Z სერიის ახალი ერაა.

Galaxy Z Fold7 უახლესი სმარტფონია, ყველაზე თხელი და მსუბუქი Fold მოდელი 8-ინჩიანი Dynamic AMOLED ეკრანით, გაუმჯობესებული Armor FlexHinge და Armor Aluminum Frame და გარე ეკრანების დამცავი გარსით, უზრუნველყოფს გამძლეობასა და ნაკაწრებისგან დაცვას.

Galaxy Z Fold7-ს აქვს პირველი 200MP ფართოკუთხიანი კამერა Galaxy Z სერიაში, რაც უზრუნველყოფს 4-ჯერ მეტი დეტალის აღქმასა და 44%-ით უფრო ნათელ ფოტოებს.

Galaxy Z Fold7 იდეალურია როგორც მრავალფუნქციური მუშაობისთვის, ისე შთამბეჭდავი ვიზუალური გამოცდილებისთვის.

Galaxy Z Flip7 - სუპერ-მძლავრი მოწყობილობაა FlexWindow-თი, რომელიც საშუალებას გაძლევს ნახო შეტყობინებები, გადაიღო სელფი და შეასრულო სხვა უამრავი აქტივობა, ტელეფონის გახსნის გარეშე.

სმარტფონის გამორჩეულ უპირატესობას წარმოადგენს მისი კომპაქტურობა, რადგან Galaxy Z Flip7 პატარა ჯიბეშიც კი უპრობლემოდ ეტევა.

Z სერიის ორივე მოდელი აღჭურვილია Galaxy AI-ის შესაძლებლობებით, როგორებიცაა რეალურ დროში თარგმნა, მულტიმოდალური Gemini Live და Circle to Search, რაც შენს ყოველდღიურ გამოცდილებას ახალ დონეზე აიყვანს.

Galaxy AI გაძლევს შესაძლებლობას, იმოქმედო მარტივად და მიიღო საჭირო ინფორმაცია მომენტალურად - ხმოვანი, ტექსტური ან ვიზუალური კომუნიკაციის გზით.

ეს ყველაფერი არაა, თუ Samsung-ის ოფიციალურ პარტნიორებთან სასურველ მოდელს პირველი შეიძენ, განსაკუთრებულ საჩუქარს მიიღებ:

  • შეიძინე Galaxy Z Fold7 1TB - მიიღე Galaxy Watch 8 44mm
  • შეიძინე Galaxy Z Fold7 512GB / 256GB - მიიღე Galaxy Watch 8 40mm
  • შეიძინე Galaxy Z Flip7 512GB / 256GB - მიიღე Galaxy Buds 3 Pro
  • შეიძინე Galaxy Z Flip7 FE 256GB - მიიღე Galaxy Buds 3

გამოსცადე ახალი AI ეპოქის უპირატესობები, გაიმარტივე ყოველდღიურობა და დასაჩუქრდი.

(R)

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს