რომან გოცირიძე - ირაკლი კობახიძე უკრაინასთან დაკავშირებულ ფორუმზე შერცხვენილი და ხელჩამოურთმეველი პიროვნება იქნება -  2 წელია ამ ქვეყანას და მის პრეზიდენტს ლანძღავს, ფაქტობრივად ანტიუკრაინულ კამპანიას ეწევა

ასეთ ვითარებაში ის იქ შერცხვენილი და ფაქტობრივად, ხელჩამოურთმეველი პიროვნება იქნება, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობას გამოეხმაურა.

გოცირიძის თქმით, ამ ფორუმზე მსოფლიოს 90 ქვეყანა მონაწილეობს და საქართველოს არმონაწილეობა წარმოუდგენელი რამ იქნებოდა.

„ამ ფორუმზე მსოფლიოს 90 ქვეყანა მონაწილეობს და საქართველოს არმონაწილეობა წარმოუდგენელი რამ იქნებოდა. ფაქტობრივად, ეს პირდაპირ დსთ-ს გაერთიანებაში განაცხადი იქნებოდა. ბუნებრივია, რომ ეს დაუშვებელი იყო, ვერ გაბედა ბიძინა ივანიშვილმა. მაგრამ, როდესაც ირაკლი კობახიძე უკრაინასთან დაკავშირებულ ფორუმზე ჩადის და მანამდე ლანძღავს ამ ქვეყანას, პირადად მის პრეზიდენტს, 2 წლის განმავლობაში ფაქტობრივად, ანტიუკრაინულ კამპანიას ეწევა და რუსეთს უჭერს მხარს პოლიტიკურადაც და თუნდაც პარალელური ე.წ იმპორტის დაშვებით, რომელიც თურქეთიდან რუსეთში საქონელი შეედინება. ასეთ ვითარებაში ის იქ შერცხვენილი იქნება და ფაქტობრივად, ხელჩამოურთმეველი პიროვნება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არის ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი მექანიზმი ე.წ მგრძნობიარე თემების მანიპულირების გზით.

„ეს არის „რუსული კანონი 2“. რუსეთმაც მიიღო მსგავსი კანონი, წინასაარჩევნო კამპანიაში მსგავსი იდეებით გამოდიოდა. როგორც „აგენტების კანონის“ შემდეგ გავრცელდა რუსეთის გავლენის მქონე ქვეყნებში: ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, ნიკარაგუაში, ვენესუელაში და ყაზახეთში, ზუსტად ამ სქემით იქნება იგივე კანონი გავრცელებული ან რუსეთის რჩევით ან რუსეთის მიბაძვით სხვა ქვეყნებში. ყაზახეთმა უკვე დაიწყო მსგავს კანონზე მუშაობა. კოპირებულია - ზუსტად მეორდება ის პროცესი, რაც „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით იყო. ეს არის პუტინის კანონი და არავითარი ტრადიციების დაცვა და ლგბტ პროპაგანდა - ეს არის ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი მექანიზმი ე.წ. მგრძნობიარე თემების მანიპულირების გზით“, - აღნიშნა გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, ის ამ კანონპროექტის განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა