პრეზიდენტი - მიხარია, რომ დღეს ჩვენი პრემიერი აღარ საუბრობს დასავლეთზე, როგორც „ომის პარტიაზე“, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, შეიძლება ფერისცვალება მოხდა - თუ ეს ასეა, ვულოცავ, შემოგვიერთდეს და ხელი მოაწეროს „ქართულ ქარტიას“

ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი პრემიერი, რომელიც ბერლინში იმყოფება, როგორც ჩანს, აღარ საუბრობს დასავლეთზე როგორც ომის პარტიაზე, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, შეიძლება ფერისცვალება მოხდა, არ ვიცი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

ახალგაზრდების დასმულ კითხვაზე, როგორ აპირებს არჩევნების შემდეგ, როგორც პრეზიდენტმა დაიცვას ქვეყანა რუსეთის პროვოკაციებისგან, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ რუსეთს შეაჩერებს ერთობა და საქართველოს პარტნიორები.

„ვერავინ იტყვის ხვალ პუტინი რას გააკეთებს და რას არ გააკეთებს. ერთადერთი ომის პარტია, რაც ჩვენ ვიცით, ეს არის რუსეთი. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი პრემიერი, რომელიც ბერლინში იმყოფება, როგორც ჩანს, აღარ საუბრობს დასავლეთზე როგორც ომის პარტიაზე, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, შეიძლება ფერისცვალება მოხდა, არ ვიცი. თუ ეს ასე არის, მე ვულოცავ მას და გავიმეორებ იმას, რომ "ქართული ქარტია" ღია არის ყველასთვის, ვინც არის პროევროპული. თუ მოხდა ფერისცვალება, შემოგვიერთდეს და ხელი მოაწეროს.

რა შეაჩერებს რუსეთს და რა არის ჩვენი მთავარი ძალა? ორი რამ არის: ერთი, არის ჩვენი ერთობა. ყველა ვინც ცდილობს დაპირისპირება და სიძულვილი გაზარდოს ეს აძლიერებს მტერს. ტყუილად არ გვიწერია ჩვენ, რომ „ძალა ერთობაშია“. ერთობა რჩება ჩვენ მთავარ ძალად. მეორე ძალა არის ჩვენი პარტნიორი და მათი ჩვენ მიმართ ერთგულება, ჩვენი ერთგულება მათ მიმართ ზოგჯერ კოჭლობს.

ჩვენ არ გვაქვს, არც უფლება და არც საშუალება რომ გადავიდეთ იზოლაციაში. ნეიტრალურობაზე მითები, და რომ არ დავემონებით, არც რუსებს, ევროპას და ამერიკას ლამაზი სათქმელია, მაგრამ ჩვენ გვყავს ერთი მხრივ, მეგობრები და მეორე მხრივ, მტრები და ამას თუ ვერ გავარჩევთ, რაღაც გვაკლია აზროვნებაში და ლოგიკაში“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტი გამოეხმაურა სტუდენტის რეპლიკას, რომელმაც მადლობა გადაუხადა ზურაბიშვილს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის მხარეს გადავიდა, რაზეც პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „ვიღაცამ მითხრა, კარგია რომ გადახვედით ქართველი ხალხის მხარესო. მე მგონი დიდი ხანია გადმოსული ვარ, დაბადებიდან“,- უპასუხა ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება