პრეზიდენტი - ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული ცვლილებები,  ე.წ „ოფშორების კანონი“ და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი  - სამივე არის „რუსული კანონი“

ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები, ე.წ ოფშორების კანონი და “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონი - სამივე არის „რუსული კანონი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა , სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

ზურაბიშვილის განმარტებით, ხელისუფლების მიზანია წინა საარჩევნოდ ამ კანონპროექტების წინააღმდეგ ბრძოლით დაიხარჯოს ოპოზიციის ენერგია, რაც არ იქნება სწორი.

პრეზიდენტის თქმით, „ქართულ ქარტიაში“ წერია, რომ ყველა „რუსული კანონი“ გაუქმდება.

„რაც შეეხება ახალ კანონებს: ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები, ე.წ ოფშორების კანონი და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი სამივე არის „რუსული კანონი“. ამის წინააღმდეგ ცალ-ცალკე ბრძოლა არ იქნება სწორი, რადგან ამით მთელი ენერგია დაიხარჯება, რომელიც უნდა გადავიდეს არჩევნებზე. სწორედ, ხელისუფლების ტაქტიკაა, გადაგვიყვანოს სხვადასხვა საკითხებზე და არა მთავარზე, რომელიც არის არჩევნებისთვის მომზადება. ქარტიაში წერია, რომ გააუქმებს ყველა „რუსულ კანონს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ინფორმაციით, ხელისუფლება ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღებას წინა საარჩევნოდ, სექტემბერში აპირებს, რათა მოხდეს საზოგადოების დაყოფა.

„ეს კანონი ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ როგორც გვეუბნებიან ეს კანონმდებლობა მიღებული იქნება სექტემბერში, ალბათ, საარჩევნოდ და ამით იმედი აქვთ, რომ საზოგადოებას დაყოფენ, ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. მანამდე ეს კანონი არ იქნება ამოქმედებული, ამიტომ წინასწარ არ უნდა გვეშინოდეს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია