გია ვოლსკი - საოცრებაა, მაგრამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სათავეში სწორედ სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგა იმიტომ, რომ ახალგაზრდების გული დაიპყროს და მათ კისერზე შემომჯდარი ხელისუფლების სადავეებთან მოვიდეს

საოცრებაა, მაგრამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სათავეში სწორედ სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგა იმიტომ, რომ ახალგაზრდების გული დაიპყროს და ახალგაზრდების კისერზე შემომჯდარი ხელისუფლების სადავეებთან მოვიდეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიაში ჯერ არ უმსჯელიათ, თუ ვინ იქნება "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი.

"ადამიანები, ვინც სისხლიანი ხელებით მოვიდნენ, დღეს ოპოზიციაში რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ, რასაკვირველია, ახალგაზრდებისთვის მისაღები არ იქნება და აქედან გამომდინარე, ახალი ლიდერი შეარჩიეს. საოცრებაა, მაგრამ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" სათავეში სწორედ სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგა იმიტომ, რომ ახალგაზრდების გული დაიპყროს და ახალგაზრდების კისერზე შემომჯდარი ხელისუფლების სადავეებთან მოვიდეს. ეს არა ერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ დადასტურდა გუშინ.

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ვინ იქნება, ჯერ ვერ გეტყვით. ამ საკითხზე არ გვიმსჯელია. ბიძინა ივანიშვილი ღირსეული კაცია და რაც თავისი ქვეყნისთვის გაუკეთებია, არის მომავლის ბილიკები, რომელსაც ქვეყანა უკეთესობისკენ მიჰყავს. ამ ადამიანს უამრავი დამსახურება აქვს და მას ქვეყნის საწინააღმდეგოდ ნაბიჯები არ გადაუდგას. ოპოზიციის დამოკიდებულება მის მიმართ უარყოფითი და ხისტია, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. რაც შეეხება მის კანდიდატობას პრემიერ-მინისტრად, პრეზიდენტად, რაზედაც ლაპარაკობენ, ეს შემოტანილი თემებია, რომ რაღაც სკანდალური ატმოსფერო შექმნან ამ საკითხთან დაკავშირებით," - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება