ქუვეითში ხანძარს 35 ადამიანი ემსხვერპლა

ქუვეითში ხანძარს სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუვეითის სახელმწიფო მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სახელმწიფო მედიის ცნობით, ხანძარი დღეს დილით, სამხრეთ ქუვეითის ქალაქ მანგაფში მდებარე შენობაში გაჩნდა, სადაც მუშები ცხოვრობენ.

„შენობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, მუშები ცხოვრობდნენ და იქ მუშების დიდი რაოდენობა იყო. ათობით ადამიანი გადაარჩინეს, მაგრამ სამწუხაროდ, კვამლის ჩასუნთქვის შედეგად ბევრი დაიღუპა“, - განაცხადა ქუვეითის სახელმწიფო ტელევიზიამ.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია და მისი გამომწვევი მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა