შალვა პაპუაშვილი ესტონეთის პარლამენტის განცხადებაზე - მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრი უცხო ქვეყანაში, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ აქციაზე დადგა, გასაკვირი აღარაფერი აღარ არის

საქართველოს ხელისუფლება არჩეულია ქართველი ხალხის მიერ, რომ ქართველი ხალხის ინტერესები გაატაროს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც ესტონეთის პარლამენტში მიღებულ განცხადებასა და შესაძლო სანქციებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, "მას შემდეგ, რაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპული ღირებულებების დარღვევით, უცხო ქვეყანაში, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ აქციაზე დადგა, გასაკვირი აღარაფერი აღარ არის".

"მიუხედავად იმისა, თუ როგორ ანტიქართულად იქცევა სხვადასხვა პოლიტიკოსი, ჩვენი დამოკიდებულება ესტონელი ხალხის მიმართ არ იცვლება. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, მთავარია ხალხებს შორის ურთიერთობა იყოს სწორი, ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.

საქართველოს ხელისუფლება არჩეულია ქართველ ხალხის მიერ, რომ ქართველი ხალხის ინტერესები გაატაროს. როდესაც საკითხი დგას ქართველი ხალხის, თუ სხვათა ინტერესები, ჩვენ ვირჩევთ ქართველი ხალხის ინტერესებს. ოპოზიციამ გვაჩვენა, რომ ისინი პატრონყმული დამოკიდებულების მომხრეები არიან, როგორც ეტყვიან ბატონები ისე უნდა მოიქცნენ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ესტონეთის პარლამენტმა განცხადება მიიღო, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილის, მთავრობის წევრების, პარლამენტის ლიდერების და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ჯგუფის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასა და მათ შორის ევროკავშირში შესვლის აკრძალვაზე, მიზეზი კი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო განვითარებული მოვლენებია.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე