ვლადიმერ ბოჟაძე - მინდა, მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“, შეწყვიტონ ორგანიზებული სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა

მინდა, მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“, შეწყვიტონ ორგანიზებული სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და თამარაშვილის ქუჩის მიმდებარედ დაგეგმილ მშენებლობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, ქვეყნის მოღალატე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებას უწუნებენ.

მისივე თქმით, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს თუ რა არის ქველმოქმედება და ქვეყნის სიყვარული და რა არის სამშობლოს ღალატი.

ბიძინა ივანიშვილს უწუნებენ ქველმოქმედებას; იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის დაბრუნებას საქართველოში; უწუნებენ 40 ჰექტრის ქალაქისთვის ჩუქებას და კიდევ 41 მილიონი ლარის დახარჯვას იმისთვის, რომ ქალაქს ცენტრალური პარკი ჰქონდეს. ბიძინა ივანიშვილს ამ ყველაფერს უწუნებს ის ხალხი, რომლებმაც გაძარცვეს ქართული ჯარი; გაძარცვეს ევროპელი პენსიონერები; ქალაქის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ თბილისელებს 50 მილიონი ლარი მოჰპარა; მიხეილ სააკაშვილის პენსიონერმა დედამ კი სახელმწიფოს დისკრედიტაციისთვის მილიონი გადაიხადა“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანას უღალატა, ტერიტორიები დაკარგა და რუსეთს ენერგო ობიექტები გადასცა. ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციაში ყოფნის დროსაც არაფერი გაუკეთებია ქალაქისთვის და არც ქვეყნისთვის.

„ჩვენ წინ წინასაარჩევნო კამპანია გველოდება და მინდა, მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელთა ნაცვლად, ახლა ცარიელ სკამებს ვხედავთ საკრებულოს სხდომათა დარბაზში, შეწყვიტონ ორგანიზებული სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა „ქართული ოცნების“ პარლამენტის, საკრებულოს და მხარდამჭერების წინააღმდეგ და დაასრულონ ის სამარცხვინო ისტერია, რაც სოციალურ ქსელებში ხდება. პატივი ეცით ჩვენს მოქალაქეებს და საარჩევნო კამპანია წარვმართოთ ისე, როგორც ამას ქართველი ხალხი იმსახურებს“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება