ანა კილაძე - ოპოზიცია საზოგადოების გახლეჩაზე და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯის შელახვაზეა ორიენტირებული - მათი ბოიკოტი უკვე 21 წელია გრძელდება

საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ანა კილაძის შეფასებით, ოპოზიცია საზოგადოების გახლეჩაზე და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯის შელახვაზეა ორიენტირებული.

შესაბამისი განცხადება ანა კილაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

მისი განცხადებით, ოპოზიცია ეროვნული იდეის ოპოზიციას წარმოადგენს.

„კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასევე დღეს, უკვე ოპოზიციურ რანგში ზიზღზე, დაშინებაზე, საზოგადოების გახლეჩასა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯის შელახვაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებით ცდილობს საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას. შეგახსენებთ, რომ თქვენ გქონდათ საკმარისი დრო იმისთვის, რომ ქვეყანა ევროატლანტიკურ სივრცესთან დაგეკავშირებინათ, თუმცა თქვენი პოლიტიკა იყო ფასადური, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასევე ეგრეთ წოდებული მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსის ქვეშ. თქვენ დღეს არა პოლიტიკის, არამედ ეროვნული იდეის ოპოზიციას წარმოადგენთ. ქვეყნის მიმართ ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულებას, მათივე მმართველობის სტატისტიკა ზუსტად აღწერს“, - განაცხადა ანა კილაძემ.

ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ოპოზიციის ბოიკოტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ისინი ბოიკოტს ქვეყნის მოსახლეობას უცხადებენ და არ მონაწილეობენ საკრებულოს საქმიანობაში.

„დღეს ოპოზიცია იმყოფება ბოიკოტის რეჟიმში, თუმცა აქვე გეტყვით, რომ საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის ინტერესების მიმართ მათი ბოიკოტი უკვე 21 წელია გრძელდება. ეს ის 21 წელია, რომელიც მათ ქართულ პოლიტიკაში აქვთ გატარებული დაწყებული ხელისუფლებაში ყოფნის დღიდან, დამთავრებული ოპოზიციურ რანგში. ამ დროს აქვთ შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ ყოველი დღე საკრებულოში, დაწერონ ინიციატივები, ითანამშრომლონ საქალაქო სამსახურებთან. მთელი ძალისხმევა და ენერგია მოახმარონ დედაქალაქის განვითარებას. არ მახსენდება არც ერთი ინიციატივა, რომელიც ოპოზიციამ წარადგინა დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, თუმცა მახსენდება ბევრი ცრუ, გამოგონილი და პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება, ამიტომ მოვუწოდებ ოპოზიციის წარმომადგენელ დეპუტატებს, ჯერ თქვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და მოვალეობა შეასრულოთ ნაყოფიერად, დრო და ენერგია დაუთმოთ დედაქალაქის განვითარებას. თუმცა ამის იმედი არ მაქვს, რადგან მათი მწყემსის ინტერესებიდან მზერა აბსოლუტურად სხვა მხარეს იყურება“, - განაცხადა ანა კილაძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს