რომან გოცირიძე - საქართველოს მთავრობა იქცევა როგორც პარაზიტი ბუზი - შეეშვით ამ ინტრიგების ჩაგდებას სპორტში, მით უმეტეს ახლა, როდესაც მნიშვნელოვანი თამაში ელის ჩვენს გუნდს

საქართველოს მთავრობა იქცევა როგორც პარაზიტი ბუზი - შეეშვით ამ ინტრიგების ჩაგდებას სპორტში, მით უმეტეს, ახლა როდესაც მნიშვნელოვანი თამაში ელის ჩვენს გუნდს,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს არავითარი ვალდებულება არ აქვს, ორდენით დაჯილდოებასთან დაკავშირებით ბრძანებები ვინმეს მითითებით გამოსცეს.

„კალაძე დღეს არ არის ფეხბურთელი. ის არის ვეტერანი ფეხბურთელი, მაგრამ მოქმედი ქალაქის მერი და „ქართული ოცნების“, აი, ამ „რუსული პარტიის“ გენერალური მდივანი და ნუ ინტრიგანობს, ნუ შემოაქვს დაპირისპირება სპორტულ სამყაროსა და პრეზიდენტს შორის. არავითარი ვალდებულება არ აქვს პრეზიდენტს, ვინმეს მითითებით გამოსცეს ბრძანებები და დააჯილდოვოს ორდენით. ეს არის მისი პერსონალური პრეროგატივა და არავითარი სიების წარდგენა მთავრობისგან საჭირო არ არის.

ყოველდღიურად რომ აკომენტარებენ ამ ფეხბურთზე მთავრობის წევრები, თითქოსდა, ისინი თამაშობდნენ მოედანზე და თითქოსდა, მათი დამსახურებაა ეს. კობახიძე რომ ჩავიდა და დაღვრემილი სახეებით რომ ისხდნენ ჩვენი ფეხბურთელები, რატომ უშლის ხელს სამწვრთნელო პროცესს? რა საჭიროა გუნდთან ჩასვლა, რომელიც უნდა იყოს თამაშზე ფოკუსირებული და არა იმაზე, თუ რა კომენტარი მისცეს ამა თუ იმ ტელევიზიას.

საქართველოს მთავრობა იქცევა როგორც პარაზიტი ბუზი. მაგალითად, როდესაც ხარი მუშაობა, ხნავს, ოფლიანი, დაღლილი მოდის სახლში, შემოაჯდება რქაზე ბუზი და ამაყად რომ განაცხადებს, “ოჰ ერთად ვშრომობდითო". ამ მშრომელი ხარის რქაზე წამომჯდარი ბუზია მთავრობა, რომელიც სპეკულირებს ჩვენი მართლაც მაგარი წარმატებით. შეეშვით ამ ინტრიგების ჩაგდებას სპორტში, მით უმეტეს, ახლა როდესაც მნიშვნელოვანი თამაში ელის ჩვენს გუნდს“, - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ღირსების ორდენზე პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სია, სადაც „ეროვნული გუნდის სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბი, ადმინისტრაციული პერსონალი და ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტი იყო შეყვანილი, გაუგებარი მიზეზით, არასრული შემადგენლობით იყო გამოქვეყნებული".

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი განაცხადა, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს პრეზიდენტი უარს აცხადებს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე.

ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება.

აღნიშნულს შეფასებები მოჰყვა მმართველი გუნდის მხრიდანაც. თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილოდებას უკავშირდება, "უამრავი ადამიანია გამოტოვებული და ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია რამდენად უღირთ ასეთი ორდენები".

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია