თენგიზ ნასარიძე გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, დმანისის მერ კობა მურადაშვილთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტში, გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1994 წელს დაწესდა და ყოველწლიურად 17 ივნისს აღინიშნება. საერთაშორისო დღის წლევანდელი გზავნილია: „გაერთიანება მიწის გარშემო, ჩვენი მემკვიდრეობა, ჩვენი მომავალი“.

დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ განახლებაში, პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით" ფარგლებში, კონტროლირებადი ძოვების სადემონსტრაციო ნაკვეთი გაკეთდა. 40-მდე ჰექტარზე შექმნილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საძოვარი ადგილობრივ მოსახლეობას ემსახურება და ხელს როგორც ნიადაგის გაჯანსაღებას, ისე პირუტყვის პროდუქტიულობის ზრდას უწყობს.

„ასეთი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არა მხოლოდ აქ, არამედ სხვა არეალებშიც, სადაც ტრადიციულად მესაქონლეობა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, თანამედროვე მეთოდებითა და საძოვრების მდგრადი მართვის პრინციპით მოხდეს საძოვრების ათვისება, რაც შეუნარჩუნებს ქვეყანას საძოვრებს, როგორც რესურსს და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მესაქონლეობის განვითარებისთვის", - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

მათივე ცნობით, დმანისის მერმა, კობა მურადაშვილმა პროექტის ინიციატორებსა და განმახორციელებლებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოებისთვის და სოფლის მოსახლეობისთვის საძოვრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში, საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების წევრებს ცხოველთა მოვლისა და რძის შესანახი საშუალებები გადაეცათ.

პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) ახორციელებენ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა