პეტრე ცისკარიშვილი - ანაკლიის პორტის გადაქცევა უნდათ ნოვოროსიისკის პორტის დამატებად

ანაკლიის პორტის გადაქცევა უნდათ ნოვოროსიისკის პორტის დამატებად, რადგან ნოვოროსიისკის პორტი თავისი ე.წ. ცენტრალური ჰაბის დანიშნულებით ვეღარ ერევა იმ ტვირთებს, რომელიც შემოდის აღმოსავლეთ სანაპიროზე შავ ზღვაში და რუსეთის პორტებში ნაწილდება შემდეგ ნოვოროსიისკიდან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო კონფერენცია, სადაც მოწვეულები არიან არაპარტიული სტუმრები. ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული მიგნებები, რომელიც უკავშირდება ანაკლიის პორტის კომერციულ დანიშნულებას, კერძოდ, რა შეიძლება ეს იყოს, ვისი ინტერესები შეიძლება იყოს აქ გარდა ჩინეთისა, რომელიც უკვე იკვეთება. სამწუხაროდ, როგორც ჩანს და როგორც ანალიტიკა გვეუბნება რუსული ინტერესებია.

მოდი პირდაპირ ვთქვათ, ანაკლიის პორტის გადაქცევა უნდათ ნოვოროსიისკის პორტის დამატებად, რადგან ნოვოროსიისკის პორტი თავისი ე.წ. ცენტრალური ჰაბის დანიშნულებით ვეღარ ერევა იმ ტვირთებს, რომელიც შემოდის აღმოსავლეთ სანაპიროზე შავ ზღვაში და რუსეთის პორტებში ნაწილდება შემდეგ ნოვოროსიისკიდან. დაახლოებით 12 პორტია რუსეთში, რომელიც სანქცირებულია. ნოვოროსიისკის და ანაკლიის პორტი უნდათ იმისათვის, რომ ემსახუროს ნოვოროსიისკს, როგორც მისი დამატებითი ფილიალი, რომელიც გადაანაწილებს ტვირთებს რუსეთის იმ 12 პორტში, რომელიც არის სანქცირებული და რომელიც ვერ იღებს დიდი ზომის გემებს.

ამის გარდა, ეს აღნიშნული პორტი დიდწილად, დაახლოებით 70 პროცენტის ოდენობით ემსახურება თხევად ტვირთებს, აქედან გამომდინარე მშრალი ტვირთების გადაზიდვაზე ნოვოროსიისკის პორტს სჭირდება დამატებითი სიმძლავრეები და შემოიყვანეს ანაკლიის პორტი. აქ იკვრება სამკუთხედი, ერთი მხრივ, არის ივანიშვილი თავის ბიზნეს კომერციული ინტერესებით, მეორე მხარეს ჩაჯდა ჩინეთი და მესამე არის მოსკოვი, ამ სამკუთხედში უნდათ, რომ იმოძრაონ თავისი ბიზნეს კომერციული ინტერესებით და პოლიტიკური ზონაც ზუსტად ამ სამკუთხედში შემოიფარგლოს. დასავლეთთან, აშშ-სთან, შავი ზღვის უსაფრთხოების აქტთან ამ პროექტს არანაირი საერთო არ აქვს, მიუხედავად ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებისა. დააკვირდით, რომ 49 პროცენტი ავანსად მისცეს ჩინურ მხარეს, ამ 49 პროცენტის სანაცვლოდ მათ მოაქვთ ფული, მათ პირიქით, ფული უნდა გადავუხადოთ, საკონტრაქტო თანხები, რათა სამშენებლო სამუშაოები განახორციელონ. რა ტიპის ხელშეკრულება იდება არ არის გამჭვირვალე, ესეც არავისთვის არის ცნობილი. 51 პროცენტს რომ იტოვებს საქართველო ამ მომენტისთვის, შემდგომი თვეების, ან 1-2 წლის განმავლობაში, თუ ესენი ხელისუფლებაში დარჩებიან, რამდენი პროცენტის გასხვისება მოუწევთ იმისათვის, რომ რამდენიმე მილიარდიან ინვესტიციაზე გავიდეს ან იმ თანხაზე, რაც სჭირდება ანაკლიის პროექტს დასასრულებლად, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

დიდი ალბათობა არის იმისა, რომ შემოვლენ ივანიშვილის ოფშორული კომპანიები, რუსული ფირმები და ამ 51 პროცენტიდან, რაც დღეს საქართველოს ეკუთვნის, აითვისებენ 10-15-20 პროცენტს. საქართველო როგორც სახელმწიფო აღარ იქნება გადაწყვეტილების მიმღები ანაკლიის პორტში“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები