სალომე სამადაშვილი - თუ გვინდა უვიზო რეჟიმი აშშ-სთან და ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი უნდა შეიცვალოს

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, როცა ოქტომბერში ხელისუფლება შეიცვლება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს სწრაფად დაიწყებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი იმის თაობაზე, რომ საქართველო ან გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ან დაკარგავს დამოუკიდებლობას.

„26 ოქტომბერს იმართება რეფერენდუმი არამხოლოდ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის თაობაზე, არამედ ამ ქვეყნის დამოუკიდებლად არსებობის თაობაზე. საქართველო ან გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ან დაკარგავს დამოუკიდებლობას და მოექცევა სრულად რუსეთის გავლენის ქვეშ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ამოცანაა და ამ ამოცანის წარმატებით განხორციელება მიმდინარეობს, რომ ჩვენ დაგვტოვოს ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე. დღეს ევროპული საბჭოს ლიდერები შეიკრიბებიან და გახსნიან მოლაპარაკებებს უკრაინასა და მოლდოვასთან. საქართველოს რაც შეეხება, დაიწყება მსჯელობა იმაზე, რომ გაუქმდეს უვიზო რეჟიმი, რომელიც მოვიპოვეთ ძალიან დიდი შრომის შედეგად. შეუჩერდება საქართველოს ფინანსური დახმარება როგორც ევროპის, ასევე აშშ-ის. ეს ყველაფერი შეიცვლება მას შემდეგ, როცა ოქტომბერში შევცვლით ხელისუფლებას და ძალიან სწრაფად დაიწყებს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, დაიბრუნებს, მათ შორის ფინანსურ დახმარებას. ამას სჭირდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი. აშშ-მა ნათელი გახადა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებ შესაძლებელი მას შემდეგ, რაც ქვეყანა დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თუ გვინდა უვიზო რეჟიმი აშშ-სთან და ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი უნდა შეიცვალოს!“ - განაცხადა სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება